უკან

პოლიტიკა

25 ოქტომბერი, 2016 18:40
font-size

კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია გულისხმობს გარემოს ოპოზიცისთვისაც - ჯეიმს აპატურაი

პოლიტიკა, ჯეიმს აპატურაი, ნატო

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა და „განაცხადა, რომ ისინი კარგად ორგანიზებულად ჩატარდა“.

ამის შესახებ აპატურაიმ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მიხარია, რომ ეს ტრადიციად იქცა საქართველოში. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. იყო ინციდენტები, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი გამოძიება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და პატივისცემით. საქართველოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია როგორი მთავრობა ეყოლება ქვეყანას. საუბარია, რომ შესაძლოა საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნება“ საკმაოდ ძლიერად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია გულისხმობს გარემოს ოპოზიცისთვისაც, პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გამართვას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. დიახ, საქართელო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა არ ნიშნავს, რომ რაღაცეების კარგად კეთება არ შეგეძლოს. არიან ნატოს წევრი-ქვეყნები რომლებსაც ახალგაზრდა დემოკრატიებად მივიჩნევთ და მათ აქვთ საარჩევნო პროცესში უმაღლესი სტანდარტები“,-აღნიშნა აპატურაიმ.

მისი თქმით, საქართველო დემოკრატიული პროგრესის გამოკვეთილი მაგალითია.

„კარგად გვესმის საქართველოს კონტექსტი, გვესმის რეგიონალური კონტექსტიც. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო გამოკვეთილი მაგალითია დემოკრატიული პროგრესის, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამის გაკეთება მარტივი არ არის. საქართველოს პროგრესს ვაღიარებთ. ნატო-ს ყველა წევრი აღიშნავს,რომ ჩატარებული არჩევნები, საერთო ჯამში, იყო საქართველოს წარმატება“,-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მონიკა დვალიანიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი