უკან

საზოგადოება

1 აგვისტო, 2017 15:35
font-size

კარგი და დროული ინიციატივაა - დავით ნარმანია კახა კალაძის ინიციატივაზე

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მას მოეწონა მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ინიციატივა „ხრუშოვკების“ ახალი სახლებით ჩანაცვლების შესახებ. ნარმანიას თქმით, იმავეს ითვალისწინებს ქალაქის გენერალური გეგმაც.

„ხრუშჩოკების“ ჩანაცვლება ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თუმცა ერთიანი კომპლექსური მიდგომა და ხედვა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხრიდან წარმოდგენილი, ძალიან მნიშვნელოვანია. გენერალური გეგმის მიხედვითაც, უბან-უბან უნდა მოხდეს ჩანაცვლება ერთიანი განაშენიანების რეგულირების მიხედვით, ასე რომ ინიციატივა კარგია, დროული და ვფიქრობ ძალიან საინტერესო", -აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, 30 ივლისს კახა კალაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ე.წ. „ხრუშოვკების“ პრობლემაზე ისაუბრა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განცხადებით, მას აქვს მომზადებული პროექტი, რომელიც გულისხმობს თბილისის გათავისუფლებას „ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან“ და „ხრუშოვკების“ ჩანაცვლებას „თანამედროვე, მყარი, კომფორტული საცხოვრისით“. კალაძემ აღნიშნა, რომ „ხრუშოვკის“ მაცხოვრებლები ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით ან შესაბამისი კომპენსაციით (ისინი თვითონ აარჩევენ).

ანა მებურიშვილი

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი