უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 აპრილი, 2018 11:15
font-size

კარგი იქნება თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისიაც დანერგავს - კახა კახიშვილი

აპარატი რა საჭიროა, თუ სასჯელის მოხდის ადგილიდან გაგზავნილი დოკუმენტი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა?! მაშინ, გადაწყვეტილება ამ დოკუმენტის საფუძველზე ავტომატურად უნდა მიეღოთ და მსჯავრდებული ან შეეწყალებინათ, ან არა, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს სრული ინფორმაცია არ აქვს, თუ რამდენ და რომელ საქმეებს იხილავს შეწყალების კომისია.

„თუ შეწყალების კომისია არ მოგვმართავს, გთხოვთ გვაცნობოთ, ამა და ამ პიროვნების მიმართ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხები თქვენს მიერ იყო თუ არა განხილული და რა შედეგით დასრულდაო, ბუნებრივია, ასეთ პასუხს მათ ავტომატურად ვერ გავუგზავნით, რადგან შეწყალების კომისია რამდენ და კონკრეტულად ვის საქმეებს იხილავს, ამის შესახებ სრული ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, უკვე მესამე წელია, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მსჯავრდებულთა ზეპირი მოსმენის პრაქტიკაზე გადავიდა და ამის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.

„შარშან 700 ზეპირი მოსმენა გვქონდა. როცა მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს, კომისიის წინაშე წარდგება, რომელშიც ჩვენი თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შედიან. ისინი მსჯავრდებულთან ინტერვიუს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ატარებენ, რომელიც შესაძლოა, მის გათავისუფლება-არგათავისუფლებას საფუძვლად დაედოს. ადამიანს რომ თვალებში ჩახედავ, მის ქცევას ნახავ, გაიგებ, როგორ ყვება ჩადენილ დანაშაულს, ყვება, რა გარემოებები და განცდა აქვს, ეს უფრო მეტ ინფორმაციას გაძლევს, ვიდრე თეთრ ფურცელზე მშრალად დაწერილი განცხადება“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, შეწყალების კომისია სასჯელაღსრულებიდან კონკრეტულად პირადი საქმის მასალებიდან იმ ამონარიდებს ითხოვს, რომელიც სასჯელთან, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მოქცევასთან და ფსიქოლოგთან ინტერვიუს საკითხებთანაა დაკავშირებული.

„ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისიაც დანერგავს. მზად ვარ, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას შევხვდე, რათა ეს საკითხები უფრო მეტად დავხვეწოთ, რადგან შეცდომა იქნება, შეწყალებაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი თქვა.

მსჯავრდებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ ის დანაშაულს აღიარებს და დანაშაულის კვლავ ჩადენის გარემოებები გამოირიცხება, შესაძლებელია, ის გათავისუფლდეს, ან მის მიმართ რამე ტიპის შეღავათი იქნას გამოყენებული. მეორე მხრივ, უნდა იყოს ისეთი მექანიზმები, რომელიც პროცენტულობით, მეტ-ნაკლებად მეტ გარანტიას მოგცემს, რომ ეს ადამიანი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში დანაშაულს კვლავ არ ჩაიდენს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

17 დეკემბერი, 2018 , 17:15

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული მოქალაქე ხ.ყ.-ს საკონსტიტუციო სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორ

მიგვაჩნია, რომ პოლიციელთა დაზიანებების საკითხზე დაწყებული გამოძიება, შსს-ს ნაცვლად, პროკურატურამ უნდა აწარმოოს - EMC

17 დეკემბერი, 2018 , 14:45

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 16 დეკემბერს კახეთში, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ,,გუშინ, 16 დეკემბერს, კახეთში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამ

რას ედავება შსს დავით კირკიტაძეს? - უწყების განმარტება

17 დეკემბერი, 2018 , 13:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიც

შსს-მ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17 დეკემბერი, 2018 , 13:25

ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგ

პოლიციამ ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

17 დეკემბერი, 2018 , 11:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალ

ეს პროტესტი არ უკავშირდება იმას, რომ ვინმე ჩვენ არ გვხვდება, არამედ იმას, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სრულფასოვნად - ძმები გამსახურდიების ადვოკატი

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

„ამ პროტესტის მიზანი არის არა პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რაც არა საქმის გამომძიებელსა და პროკურორს შეუძლია, არამედ პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს.