უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ნოემბერი, 2016 14:50
font-size

კარგია, რომ ოთხი წლის შემდეგ მაინც გააცნობიერეს ჯანსაღი ბიუჯეტის მნიშვნელობა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის საქმეში - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურების მიზეზებზე. გოცირიძის თქმით, გაუგებარია, რატომ აკეთებს განცხადებას პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ნაცვლად, მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც ტექნიკური სამსახურია.

რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ბიუჯეტის შესახებაა საუბარი, გოცირიძე აღნიშნავს, რომ კარგია, თუ ხელისუფლებამ ოთხი წლის შემდეგ მაინც გააცნობიერა ჯანსაღი ბიუჯეტის მნიშვნელობა.

,,მთავრობის ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, ტექნიკური სამსახური რატომ უნდა აკეთებდეს განცხადებას ლართან დაკავშირებით? არსებობს მთავრობა ან პრემიერ- მინისტრი და მათი პოზიცია უნდა მოგვესმინა, თუ ფინანსთა სამინისტროზე ან ეროვნულ ბანკზე უფრო ,,ავტორიტეტული” სიტყვა უნდოდათ რომ ეთქვათ.

ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურებისა და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. კვლავ ხდება გადაბრალება გარე ფაქტორებზე და ზოგიერთ ,,შიდა ძალებზე”. ამ განცხადებით ვგებულობთ, რომ მთავრობა რაღაცას აპირებს და უნდა ველოდოთ მორიგ განცხადებას. მინიშნებებია რაღაც რეგულაციებზე. ეს არცაა გასაკვირი, როცა ახალ-ახალი მარეგულურებელი ნორმების შემოღება ამ მთავრობის ჩვეული წესი იყო და დიდწილად მან შეუწყო ხელი არსებული ვითარების ჩამოყალიბებას. ლარი ყოველგვარი ზედმეტი რეგულირების გარეშე ათი წელიწადია იყო სტაბილური. მთავრობის განცხადების სულისკვეთება არის დამაბნეველი, ცუდ სიგნალებს უგზავნის ინვესტორებს და საფინანსო სექტორს და შეიძლება გახდეს ვითარების კიდევ უფრო გაუარესების მიზეზი. რაც შეეხება დაპირებას ჯანსაღი ბიუჯეტის შესახებ, კარგია რომ ოთხი წლის შემდეგ მაინც გააცნობიერეს მისი მნიშვნელობა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის საქმეში. ველოდებით პარლამენტში. აღდგომა და ხვალეო!“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

13 აგვისტო, 2020 , 17:10

2020 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლით

გამოკითხულთა 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას - BAG - ის კვლევა

13 აგვისტო, 2020 , 13:00

მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. როგორ

თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება

11 აგვისტო, 2020 , 14:10

ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრებისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება. ფრენას

კავკასუს ონლაინი: ჩვენი გეგმაა საქართველოს გავლით ჩამოყალიბდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბი

11 აგვისტო, 2020 , 14:10

ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, „კავკასუს ონლაინი“ ბოლო პერიოდში, ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ

ბექა ლილუაშვილი - ჩვენი კონსულტანტების მთავარი ქვაკუთხედი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე

11 აგვისტო, 2020 , 12:50

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება უმუშევრობა, შესაბამისად ამ მიმართულებით სახელმწიფოს როგორც დამსაქმებლის როლი მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით კრიზისის აქტიური მიმდინარეობის პერიოდში, როდესაც კერძო სექ

გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება საქართველოს ეკონომიკა - ბადრი ჯაფარიძე

7 აგვისტო, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი შეაფასა. „იანვარში გახარიას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე