უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

4 სექტემბერი, 2020 15:40
font-size

კარლ ჰარცელი - მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ერთი წელი გადის, რაც ოძისის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია.

ელჩის თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, უარესდება ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება, რაც შეშფოთებას იწვევს.

„მინდა, კომენტარი გავაკეთო ოძისის გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ხვალ ხდება ერთი წელი, რაც ეს გადაკვეთის პუნქტი არის დაკეტილი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და თვეების განმავლობაში ჩვენი შეშფოთება სულ უფრო მატულობს იქიდან გამომდინარე, რომ ჰუმანიტარული სიტუაცია სულ უფრო უარესდება.

როგორც ვიცით, არის პორბლემები როგორც საკვებთან, ასევე წამლებთან, ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან შემცირდა ის კვეთები, რომელიც დაკავშირებულია გადაუდებელ შემთხვევებთან. არის ასევე სხვა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც პენსიონერებთან, ისე საგანმანათლებლო საკითხებთან. ეს საკითხები ეხებათ ადამიანებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს“, – განაცხადა ჰარცელმა.

ჰარცელის თქმით, მოუწოდებენ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და გამშვები პუნქტი გახსნას.

„ასევე, მხედველობაშია მისაღები კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია. მაგრამ, კორონავირუსი არ იყო ის პირველადი დასაბუთება, რის გამოც ეს პუქნტი დაიკეტა. ამიტომ არც ეს არის პრაგმატული მიზეზი და ყველამ უნდა იფიქროს, რომ ხალხი მტკივნეულად განიცდის ამ საკითხს“, – განაცხადა ჰარცელმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

22 ოქტომბერი, 2020 , 11:10

2020 წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი, მეშვიდე გადაწყვეტილება, – ამის

2020-21 წლებისთვის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება გაგრძელდება

17 ოქტომბერი, 2020 , 11:05

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქ

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას: ხელი შეუწყვეთ ოკუპირებული აფხაზეთიდან ირაკლი ბებუას გადმოყვანას

12 ოქტომბერი, 2020 , 14:10

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, მანდატის ფარგლებში მიიღონ ყველა სათანადო ზ

ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის მიუღებელია - გიორგი გახარია

7 ოქტომბერი, 2020 , 16:20

ჟენევის ფორმატი ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ის არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ნაბი

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას საქართვლოს მოქალაქე“ - აქცია ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად

7 ოქტომბერი, 2020 , 12:35

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვონ გალში დაკავებული საქართვლოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას, გათავისუფლება - მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. "შეცვალეს" წევრების თქმით, ბებუას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნით სირია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

6 ოქტომბერი, 2020 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას გამოეხმაურა. საგარეო უწყების შეფასებით ეს წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთ