უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ნოემბერი, 2018 15:25
font-size

„კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“ - დღეს 20 საათზე რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს 20 საათზე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“ გაიმართება.

ორგანიზატორები მოუწოდებენ მოსახლეობას, მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, რათა გააპროტესტონ შსს-ის მიერ სარალიძესა და მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლის უფლების განხორციელების ხელშეშლა და მერიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 7 დეკემბრის შემდეგ შვილმოკლულმა მამებმა აქციის ჩასატარებლად ლოკაცია უნდა შეცვალონ.

„საქართველოს ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის საშუალებას დღემდე არ აძლევს. სწორედ ამიტომ, 10 ნოემბერს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართება მათი მხარდასაჭერი აქცია — „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“.

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, არაერთხელ გავაკეთეთ მკაფიო განცხადებები, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლა საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად შევაფასეთ.

სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა აბუჩად აგდებასა და საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, წერილი, რომლითაც ზაზა სარალიძეს შეატყობინეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციის მონაწილეებმა ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა საკუთარი აქტიურობით დაიცვან კონსტიტუციური უფლებები და ამით მკაფიო შეტყობინება გაუგზავნონ ხელისუფალს. აქციის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი პროტესტი ხელისუფლებისადმი და სოლიდარობა შვილმკვდარი მამებისადმი ამ ფორმით გამოვხატოთ და მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ“, - წერია აქციის ფეისბუკგვერდის აღწერაში.

აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები „საფარი“, „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

გუშინ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მერიის წერილი წარადგინეს, სადაც წერია, რომ მათ საახალწლო სამზადისის გამო 7 დეკემბრის შემდეგ რუსთაველის გამზირი უნდა დატოვონ. შვილმოკლული მამების თქმით, ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

ლევან იზორიამ აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

17 აგვისტო, 2019 , 11:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტ

ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 17:27

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიე

ღარიბაშვილი შსს-ში, გახარია პრემიერად

16 აგვისტო, 2019 , 15:22

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მთავრობაში ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს აბრუნებს. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სავარაუდოდ ორ კვირაში განხორციელდება. ტელეკომპანიის ინფორმაც

უნდა მსოფლიომ გვაღიაროს გენოციდის მსხვერპლად - შალვა ნათელაშვილი

15 აგვისტო, 2019 , 17:45

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ შეხვედრაზე მყოფებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო დროს გუგუტი

მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებებს

15 აგვისტო, 2019 , 16:20

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს "კუირერის" ინფორმაციას, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. სანდრო წყარო „ქართული ოცნებიდან“ კი "კურიერს" უყვება, რომ მამუკა ბახტაძის

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები - მამუკა ბახტაძე

14 აგვისტო, 2019 , 13:30

პოლიტიკა. მამუკა ბახტაძე საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს