უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2018 16:40
font-size

“კასპერსკის ლაბორატორია” - მ თბილისში ფინანსური კიბერუსაფრთხოების პირველი სემინარი ჩაატარა

კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ლიდერმა კომპანია “კასპერსკის ლაბორატორია”-მ 3 აპრილს თბილისში სახელმწიფო და ფინანსური ორგანიზაციებისათვის ჩაატარა პირველი სემინარი თემაზე: “ფინანსური უსაფრთხოების ხედვა”.

საქართველოში“კასპერსკის ლაბორატორია”-ს წარმომადგენლობის ინფორმაციით, სემინარის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უწყებებისა და ფინანსური სექტორის მოწინავე კომპანიების წარმომადგენლები (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ფინანსური ორგანიზაციები, ფიჭური კავშირისა და ინტერნეტის ოპერატორები).

ღონისძიება გახსნა საქართველოსა და სასომხეთში “კასპერსკის ლაბორატორია”-ს რეგიონალურმა წარმომადგენელმა არმენ კარაპეტიანმა.

“კასპერსკის ლაბორატორია”-ს გაყიდვების წინასწარი მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელმა ევგენი ბუდარინმა წარმოადგინა თემა: “წინააღმდეგობის ეფექტური გაწევა თანამედროვე თავდასხმების მიმართ”. “კასპერსკის ლაბორატორიის”” გადაწყვეტილებები. ბულატ სირაევმა - “კიბერდამნაშავეები ფინანსური ორგანიზაციების წინააღმდეგ: ინციდენტების მიმოხილვა, 2018 წლის პროგნოზი და დაცვის ადაპტური მოდელი”, ხოლო პროექტ Kaspersky DDoS Protection-ის მენეჯერი ალექსეი კისელევი გამოვიდა თემაზე: “DdoS-თავდასხმები ფინანსურ დაწესებულებებზე. არის თუ არა ეს “არასახიფათო”?” - ევგენი ბუდარინმა ჩაატარა პრაქტიკული თამაში დევიზით: “ინტერაქტიური კიბერიმიტაცია”, რომლის დროსაც სემინარის მონაწილეებმა ნამდვილი კიბერთავდასხმების იმიტაციის პირობებში შეიძინეს უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის უნარები.

სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ განმარტება მიეღოთ და განეხილათ ფინანსური კიბერუსაფრთხოების სფეროში მათთვის საინტერესო საკითხები.

“კიბერკრიმინალური სამყარო თანდათან კიდევ უფრო გულმოდგინედ ახორციელებს თავდასხმას ფინანსურ, სამრეწველო და სავაჭრო ორგანიზაციებზე, რისთვისაც იყენებს ფინანსური ოპერაციებისა და კიბერუსაფრთხოების ყველა ქვესტრუქტურაში არსებულ ნებისმიერ ხარვეზს. მსგავსი თავდასხმების დროულად აღმოჩენა და გაუვნებელობა, მათ მიერ მიყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირება, ორგანიზაციების საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების ქვეგანყოფილების თანამშრომლებისაგან მოითხოვს მეტ ცოდნას, გამოცდილებას, უნარს და სისტემატურ მუშაობას.”

“კასპერსკის ლაბორატორია”-ს მიერ ფინანსური კიბერდამნაშავეებების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებული ყველა თანამედროვე იარაღი და ტექნოლოგია, კიბერშემთხვევების მართვის უნარები, სემინარის განმავლობაში წარმოდგენილი იქნა არა მხოლოდ მოხსენებების, ასევე კიბერიმიტაციური თამაშის საშუალებითაც. დარწმუნებული ვარ, რომ სემინარზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მონაწილეები წარმატებით გამოიყენებენ საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში.”

- აღნიშნავს „კასპერსკის ლაბორატორია“-ს რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოსა და სასომხეთში არმენ კარაპეტიანი.

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

29 მარტი, 2024 , 16:43

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.  უწყების ცნობითვე, შეფერხების აღ

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი