უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 იანვარი, 2021 15:40
font-size

კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა - ვლადიმერ ბორცვაძე

კასპში, ერთ-ერთი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიება წარმატებით დასრულდა, ბრალდებულთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად გათავისუფლებული არიან მძევლები და ბრალდებული შემთხვევის ადგილზე არის დაკავებული.

“რამდენიმე საათიანი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დაკავებულია.

ბრალდებულმა მძევლად აიყვანა ორი მოქალაქე, რომელიც რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა და მოლაპარაკებების შემდგომ ჩატარებული ღონისძიების შედეგად ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება. იგი იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული.

პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად უსაფრთხოდ, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. ასევე, რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

პირველ ეტაპზე, გარკვეულწილად, თანამშრომლობაზე აცხადებდა უარს, მაგრამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება მასთან ჩატარდა, დღესაც მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება.

დღევანდელი ქმედების მოტივი გამოძიების საგანია, გავარკვევთ. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მან 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები და წავიდა სამსახურიდან - პირადი პატაკით დატოვა თანამდებობა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება ყველა ადამიანი, ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები”, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი