უკან

მსოფლიო

23 ოქტომბერი, 2017 16:20
font-size

კატალონია არ აპირებს, მადრიდის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს

კატალონიის მთავრობა არ აპირებს, დაემორჩილოს მადრიდის გადაწყვეტილებას ავტონომიის გაუქმების შესახებ. რეგიონის საგარეო უწყების პრესმდივნის, რაულ რომევას განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება კატალონიელების წინააღმდეგ მოქმედებს.

ბიბისის რადიო 4-თან საუბრისას რომევამ შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის პოზიციის გამო.

„როგორ შეუძლია ევროკავშირს, იცხოვროს ამ სიტუაციით [თუკი კატალონიის ავტონომიას გააუქმებენ]? როგორ შეიძლება, შენარჩუნდეს ევროკავშირის დემოკრატიულობა და იყოს სანდო, თუკი ისინი ამას დაუშვებენ?“, -იკითხა რომევამ.

კატალონიის პარლამენტი ხუთშაბათს შეიკრიბება, სადაც განიხილავენ, თუ რას უპასუხებენ მადრიდს.

ამავე კვირას, პარასკევს ესპანეთის სენატმა კენჭი უნდა უყაროს ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, შაბათს მთავრობამ კატალონიის ავტონომიის დამოუკიდებლობის გაუქმების შესახებ განაცხადა. აამოქმედეს კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც რეგიონს მადრიდის კონტროლქვეშ აყენებს. ამ საკითხის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა ესპანეთის სენატის დასტური.

როგორც შაბათს ესპანეთის პრემიერ-მინიტრმა მარიანო რეხოიმ თქვა, ავტომატურად გაუქმდება კარლეს პუიჩდემონის უფლებამოსილება, დათხოვნილი იქნება კატალონიის პარლამენტი.

რეხოის თქმით, არჩევნები კატალონიაში მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩატარდება.

ეს პირველი შემთხვევაა 1978 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ, როცა ესპანეთის მთავრობა ასეთ რადიკალურ ზომებზე წავიდა.

ვითარება დედაქალაქსა და ავტონომიას შორის დაიძაბა 1-ელი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ. მაშინ კატალონიაში ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 42.3% გამოცხადდა, რომელთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას.

ანა მებურიშვილი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი