უკან

მსოფლიო

4 ოქტომბერი, 2017 12:30
font-size

კატალონია დამოუკიდებლობას რამდნეიმე დღეში გამოაცხადებს - კარლეს პუიჩდემონი

კატალონია დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, ამის შესახებ ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტმა კარლეს პუიჩდემონმა ბიბისის უთხრა.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა შესაბამის ზომებს „მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში“ მიიღებს.

ბიბისის კითხვაზე, რას მოიმოქმედებს პუიჩდემონი, თუ მადრიდი კონტროლს დაამყარებს კატალონიაზე, მან განაცხადა, რომ ეს „იქნება შეცდომა, რომელიც ყველაფერს შეცვლის“.

მან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მადრიდსა და ბარსელონას შორის ამ დრომდე არ შემდგარა კონტაქტი. ასევე პუიჩდემონი არ დაეთანხმა ევროკომისიის განცხადებას, რომელმაც კატალონიის რეფერენდუმი „არაკონსტიტუციური“ და „ესპანეთის შიდა საქმე“ უწოდა.

პიუჩდემონის ინტერვიუ ესპანეთის მეთაურის ოფიციალურ განცხადებამდე იყო გაკეთებული.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე კომენტირებისას ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ემ განაცხადა, რომ კატალონიელმა ლიდერებმა გამოიჩინეს „უპატივცემულობა“ სახელმწიფოს მიმართ.

ესპანეთის მეთაურმა აღნიშნა, რომ კატალონიის მთავრობამ დაარღვია დემოკრატიული პრინციპები და გააფრთხილა კატალონიელები, რომ შედეგები უარყოფით გავლენას იქონიებს როგორც მდიდარი ავტონომიის, ასევე მთლიანად ესპანეთის ეკონომიკაზე.

სატელევიზიო მიმართვაში მეფე ფელიფემ VI-ემ უთხრა მოსახლეობას, რომ ესპანეთს „მძიმე პერიოდი აქვს გადასალახი“.

კატალონიაში რეფერენდუმი კვირას გაიმართა. ამომრჩეველთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას. აქტივობამ 42.3% შეადგინა, ანუ 5,343,358 დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებში 2,262,424 ადამიანი გამოცხადდა. ესპანეთის მთავრობამ ზომები მიიღო, რომ ხალხი არ მისულიყო ხმის მისაცემად.

კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუიჩდემონმა რეფერებდუმის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „კატალონიის მოქალაქეებმა მოიგეს უფლება გამოაცხადონ დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკის სახით“. შედეგებს არ აღიარებს ოფიციალური მადრიდი. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ სცნო, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ პლებისციტი „დემოკრატიის დაცინვა“ უწოდა.

გუშინ კატალონიაში პროფკავშირების ორგანიზებით საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. ამ ფორმით კატალონიელებმა რეფერენდუმის დღეს ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის მიერ გამოჩენილი ძალადობა გააპრიოტესტეს, რომლის შედეგად 900-მდე ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, 33 პოლიციელმა დაზიანებები მიიღო.

ანა მებურიშვილი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი