უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

3 ოქტომბერი, 2017 14:15
font-size

კატალონიაში საყოველთაო ანტიპოლიციური გაფიცვა დაიწყო

დღეს კატალონიაში პროფკავშირების ორგანიზებით საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. ამის შესახებ El Pais იუწყება. ამ ფორმით კატალონიელები რეფერენდუმის დღეს ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის მიერ გამოჩენილ ძალადობას აპროტესტებენ, რომლის შედეგად 900-მდე ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, 33 პოლიციელმა დაზიანებები მიიღო.

გაფიცვის გამო მეტრო, ავტობუსები და რკინიგზა მგზავრებს მინიმალური სიხშირით, პიკის საათებში (დილის 6:30-დან 9:30-მდე და საღამოს 17-დან 20 საათამდე) მოემსახურებიან.

გამოცემის ინფორმაციით, დილას ბარსელონასა და რეუსში ათასობით ადამიანმა პოლიციის განყოფილების წინ სამართალდამცავთა მოქმედებები გააპროტესტა.

კატალონიაში რეფერენდუმი კვირას გაიმართა. ამომრჩეველთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას. აქტივობამ 42.3% შეადგინა, ანუ 5,343,358 დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებში 2,262,424 ადამიანი გამოცხადდა. ესპანეთის მთავრობამ ზომები მიიღო, რომ ხალხი არ მისულიყო ხმის მისაცემად.

კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუიჩდემონმა რეფერებდუმის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „კატალონიის მოქალაქეებმა მოიგეს უფლება გამოაცხადონ დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკის სახით“. შედეგებს არ აღიარებს ოფიციალური მადრიდი. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ სცნო, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ პლებისციტი „დემოკრატიის დაცინვა“ უწოდა.

რეფერენდუმს არ აღიარებს ევროკომისიაც. მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ანა მებურიშვილი

სომხეთი: კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა, 13 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31 392-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა, 188 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 720 547-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

რუსეთი: კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა და 174 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 13:20

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 713 936-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

სომხეთი: კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 12:15

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 903 -მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერ

სომხეთი: კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა, 14 გარდაცვლილი პაციენტი

9 ივლისი, 2020 , 12:30

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 346-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა, 176 გარდაცვლილი პაციენტი

9 ივლისი, 2020 , 12:30

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 707 301 -მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 176 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე