უკან

მსოფლიო

11 ოქტომბერი, 2017 12:50
font-size

კატალონიის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა, თუმცა დამოუკიდებლობსი გამოცხადება გადადო

კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუიჩდემონმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს რეგიონის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, თუმცა რეგიონის ლიდერმა გადადო მისი იმპლემენტაცია ოფიციალურ მადრიდთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ამის შესახებ ბიბისი წერს.

კატალონიის პარლამენტისადმი მიმართვისას პუიჩდემონმა განაცხადა, რომ კატალონიელებმა რეფერენდუმის შედეგად დამოუკიდებლობის უფლება მოიპოვეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს, აღიარონ კატალონიის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ“, -მიმართა პუიჩდემონმა საერთაშორისო საზოგადოებას.

მან აღნიშნა, რომ კატალონიელებს მადრიდისგან გამოყოფა სურს, თუმცა იქვე დასძინა, რომ სიტუაციის დეესკალაციის მომხრეა.

„გთავაზობთ, შევაჩეროთ დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის ამოქმედება, რათა უახლოეს კვირებში დავიწყოთ მოლაპარაკებები, რომლის გარეშე შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა“, -აღნიშნა პუიჩდემონმა.

მადრიდი უკვე გამოეხმაურა პუიჩდემონის მიმართვას. ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ სორაია საენზმა გამორიცხა მოლაპარაკებების დაწყება პუიჩდემონთან საერთაშორისო მედიატორის მონაწილეობით.

„არც პუიჩდემონს, არც ვინმე სხვა არ შეუძლია თავზე მოგვახვიოს მედიაცია“, -თქვა საენზმა.

თვითონ კატალონიის პრეზიდენტი საენზმა აღწერა, როგორც პირი, რომელმაც „არ იცის, სადაა, სად მიდის და ვისთან ერთად“. მისივე თქმით, პუიჩდემონმა კატალონიელები ისტორიაში „დაძაბულობისა და გაუგებრობის უმაღლეს ზღვრამდე მიიყვანა“.

უახლოეს დღეებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ საგანგებო სხდომა უნდა მოიწვიოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე სალაპარაკოდ.

პუიჩდემონის პოზიციის მიუხედავად ბარსელობას მერმა ადა კოლაუმ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მას უკან დახევისკენ მოუწოდეს.

ევროკავშირმაც დააფიქსირა, რომ ესპანეთისგან გამოყოფის შემთხვევაში კატალონიას არ აღიარებს.

შეგახსენებთ, კატალონიაში რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 42.3% გამოცხადდა, რომელთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას.

ანა მებურიშვილი


გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი