უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 09:00
font-size

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

13 ოქტომბერს, კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრი და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაცია ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნავს.

ღონისძიება 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, ღონისძიებათა ცენტრში Underwheel (მთაწმინდის პარკი) გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაცია: არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, ოქსფამი-ბრიჯი ინოვაცია და განვითარება, გადავარჩინოთ ბავშვები, საქართველოს წითელი ჯვარი, გაეროს მიგრაციის სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი, ლურჯი ფარი, სენი, „100 მედეგი ქალაქი“.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა; წარმოდგენილი იქნება პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა, ასევე ორგანიზაციების მიერ ცალკეული პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია. გაიმართება სიმულაციური და ინტეგრაციის სავარჯიშოები და ვიქტორინა ბავშვებისთვის.

1996 წლიდან „ბუნებრივი კატასტროფის მიმართ მზაობით, სიცოცხლისა და მოსახლეობის საარსებო წყაროს გადარჩენა“ ევროკომისიის კატასტროფისთვის მზადყოფნის პროგრამის "DIPECHO" მთავარი პრინციპია.

საქართველოში ამჟამად ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში.

პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში გამოცდილების გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას.
NS

„ახალგაზრდა ადვოკატები“ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება უნდა ემსახურებოდეს ოპტიმიზაციის ნამდვილ მიზნებს

15 დეკემბერი, 2017 , 17:40

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს,

რევაზ სოხაძე: „2018 წლის ბიუჯეტი ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული“

15 დეკემბერი, 2017 , 17:40

„ამაყი ვარ, რომ ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის დამტკიცებაში ვმონაწილეობ. ჩვენ ყველანი პირნათელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქა

გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

15 დეკემბერი, 2017 , 17:00

ვარკეთილის მესამე მასივში, რამდენიმე მისამართზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.  თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინ

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი

15 დეკემბერი, 2017 , 16:35

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „დაწესებულება N 16“ საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი. 64 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “SPARK LABORATORY”-მ გადაიღო. მისი ა

სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება

15 დეკემბერი, 2017 , 16:35

ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, მასშტაბური კამპანია იწყება, რის თაობაზე განცხადება განათლებისა და კულტურის მინისტრებმა 45-ე საჯარო სკოლაში გააკეთეს. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლებ

ვარკეთილის მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

15 დეკემბერი, 2017 , 16:35

ვარკეთილის მესამე მასივში, რამდენიმე მისამართზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ვარკეთილის ზედა პლატოს #5-ში საყრდენი კედელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე, წყალარინების ქსელიც შეიცვალა. ამ ეტაპზე კი ს

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე