უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 17:47
font-size

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრისა და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციაების ერთობლივი ღონისძიებით მთაწმინდის პარკში, ღონისძიებათა ცენტრ Underwheel -ში აღნიშნა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილმა, დედაქალაქის მერიის პროექტის „100 მედეგი ქალაქის“ ოფიცერმა ანა არდელინიმ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარფმა, საქართველოს წითელი ჯვრის გენერალურმა მდივანმა მედეა მარღანიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია ლურჯი ფარის ხელმძღვანელმა მანანა თევზაძემ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

წარმოდგენილი იყო პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა, ასევე ორგანიზაციების მიერ ცალკეული პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია. გაიმართაა სიმულაციური და ინტეგრაციის სავარჯიშოები და ვიქტორინა ბავშვებისთვის.

1996 წლიდან „ბუნებრივი კატასტროფის მიმართ მზაობით, სიცოცხლისა და მოსახლეობის საარსებო წყაროს გადარჩენა“ ევროკომისიის კატასტროფისთვის მზადყოფნის პროგრამის "DIPECHO" მთავარი პრინციპია.

საქართველოში ამჟამად ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში.

პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში გამოცდილების გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის, ბრიჯი ინოვაცია და განვითარების, გადავარჩინოთ ბავშვების, გაეროს მიგრაციის სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის, ლურჯი ფარის, სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრისა და ქ. თბილისის მერიის პროექტის „100 მედეგი ქალაქის“ ერთობლივი ძალისხმევით.

იგოეთთან ავარია მოხდა - დაიღუპა ერთი ქალი

21 ივლისი, 2018 , 12:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე, ცენტრალური ავტობანის იგოეთის მონაკვეთთან ავტოავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ტრაილერს უკნიდან შეეჯა

ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა

21 ივლისი, 2018 , 10:55

გუშინ, ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 94 წლის წინ, 1924 წლის 20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია - FIDE დაარსდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და 43

ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

20 ივლისი, 2018 , 16:55

საბურთალოს რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. შარტავას ქუჩა N18, პეკინის გამზირის N31, თოფურიას ქუჩა N12, პეტრიწის ქუჩა N12 და ყაზბეგის გამზირის N29ა კორპუსების მიმდებარედ, სპორტული მოედნების

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროს სათაო ოფისში გაემგზავრება

20 ივლისი, 2018 , 16:20

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კონკურსის - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“ ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც მესამე ეტაპზე გ

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

20 ივლისი, 2018 , 16:20

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე საკრე

გიორგი ჩოგოვაძე ევროპელ სტუდენტებს შეხვდა

20 ივლისი, 2018 , 16:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრა

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან