უკან
საზოგადოება
25 თებერვალი, 2021 21:54
კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი , ეხმაურება ჟურნალისტ ვახო სანაიზე განხორცილებულ თავდასხმას და პოლიციას მოუწოდებს სწრაფად გამოიძიოს მომხდარი.
"კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!
ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა! ", - წერს ზურაბიშვილი.