უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მარტი, 2017 12:50
font-size

კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ლტოლვილთა ბანაკების მოწყობა საქართველოში - ,,თავისუფალი საქართველო’’

"თავისუფალი საქართველოს" რელიზი საქართველოში სირიელი ლტოლვილების ბანაკების მოწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც პოლიტიკური პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია საქართველოში სირიელი ლტოლვილების ბანაკების მოწყობა.

,,ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რომ სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკები უნდა მოეწყოს საქართველოში და ამ ბანაკებში უნდა მოხდეს მათი ფილტრაცია და შემოწმება. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ავსტრიელი დიპლომატი იმყოფებოდა საქართველოში და შეხვდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებს.

კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ლტოლვილთა ბანაკების მოწყობა საქართველოში - პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ლტოლვილთა ნაკადები პირდაპირ დაკავშირებულია ტერორიზმის საშიშროებასთან, რასაც არათუ საქართველოს სუსტი ძალოვანი სტრუქტურები, არამედ ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ვერ უწევენ ჯეროვან წინააღმდეგობას.

გარდა ამისა გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და დემოგრაფიული ფონი: ქვეყანამ დღემდე ვერ გადაჭრა საკუთარი ლტოლვილების (დევნილების) განსახლების და ელემენტარული საჭიროებებით უზრუნველყოფის საკითხი და ამ ფონზე ცინიკურიცაა დაიწყოს ბევრად უფრო მასშტაბური, გლობალური პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობა.

რაც შეეხება საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, საქართველომ უკვე საკმარისზე მეტი გაიღო: ჩვენი ჯარისკაცები წლებია იბრძვიან და იღუპებიან ავღანეთში, ერაყში და ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე ოპერაციებში.

რა თქმა უნდა საქართველოს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა გარკვეული მონაწილეობა მიიღოს ჰუმანიტარულ მისიებში, მაგრამ ეს უნდა იყოს არა ბანაკების მოწყობა და ათი ათასობით ლტოლვილის მიღება, არამედ იმ ტიპის შეზღუდული კონტიგენტისთვის თავშესაფრის მიცემა, რომელიც არ წარმოშობს ტერორიზმის რისკებს (მაგ: სირიელი ქრისტიანები, ქურთების ზოგიერთი ჯგუფი და სხვ).

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად დაადასტუროს ან უარყოს იყო თუ არა ზ/ა საკითხი განხილული ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან თბილისში გამართული კონსულტაციების დროს.

მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისგან ამ საკითხზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე გაიმართოს კონსულტაციები ქვეყნის დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებთან’’, - ნათქვამია ,,თავისუფალი საქართველოს’’ განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი