უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ნოემბერი, 2017 13:00
font-size

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის გამორჩევა-დადგინება ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

კარგი იქნებოდა, რომ სინოდის წევრებს თვით სინოდის სხდომაზე მოესმინათ კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შესახებ, რაც საფუძველშივე გაფანტავდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ბუნდოვანებას, - ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლი ბერბიჭაშვილის განცხადებაში, რომლითაც ის პატრიარქის მიერ თანამოსაყრდის დასახელებას ეხმიანება.

როგორცმიტროპოლიტი აღნიშნავს, კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილება მოსაყდრის დადგინების შესახებ, სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა როგორც წმიდა სინოდის წევრთათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც.

,,საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2017 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის საღმრთო ლიტურგიის დაწყების წინ, საქართველოს ეკლესიის მრევლს და სრულიად საქართველოს პირადად, საჯაროდ ამცნო, რომ მიიღო გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დადგინების შესახებ, რაც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა როგორც წმიდა სინოდის წევრთათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ამა წლის 25 ნოემბერს, თავის ეთერში გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც წმინდა სინოდის რამდენიმე წევრის პოზიცია/შეხედულებებია დაფიქსირებული კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. ამ სიუჟეტში არასწორად არის ინტერპრეტირებული ჩემ მიერ გამოთქმული პოზიცია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. იმისათვის, რომ საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი სწორად იქნეს ინფორმირებული ჩემი პოზიციის შესახებ, საჭიროდ ჩავთვალეთ განმარტების გაკეთება ზემოთ მითითებული ინტერვიუს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით:

(1) თავისუფალი იყო თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას? რატომ ჩნდება ეს კითხვა?

ამ კითხვას ბადებს აღნიშნული მოვლენის მოულოდნელი ხასიათი! ქართულ სახელმწიფოს, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიას მეტისმეტად რთული გარე და შიდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფაქტორების პირობებში უწევს ცხოვრება და არსებობა. ამის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, რომ სინოდის წევრებს თვით სინოდის სხდომაზე მოესმინათ კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შესახებ, რაც საფუძველშივე გაფანტავდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ბუნდოვანებას. კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების თანმხლები ბუნდოვანება კი უკავშირდება სამართლებრივ-კანონიკური ურთიერთობების საკითხს მოსაყდრესა და მღვდელმთავრებს შორის, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებას სასურველია ახლდეს ან უმალ მოჰყვეს რეგლამენტი, თუ დამატებით რა უფლებამოსილებით აღიჭურვა (ან აღიჭურვება სამომავლოდ!) კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე თვით კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პირობებში.

(2) აქვე მივუთითებთ იმ სამართლებრივ კაზუსთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ვარაუდი გამოვთქით.

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან და მისი საჯარო გავრცელების ფორმიდან გამომდინარე, ჩვენთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი დარჩა გადაწყვეტილების განხორციელების პროცედურა, თუმცა ჩვენ ამით თავად გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია.

(3) კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის გამორჩევა-დადგინება არის მისი უფლება და ეს უფლება ჩვენ ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია!

(4) ჩვენ მიერ დაფიქსირებული პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილების კომენტარი არ უკავშირდება ახლადადგენილი მოსაყდრის კანდიდატურას, რომელთანაც ძმური ურთიერთობა გვაქვს, ისევე, როგორც წმიდა სინოდის დანარჩენ წევრებთან.

შესაბამისად, ვთვლით, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს ახლა მილოცვაზე მეტად გონივრული თანადგომა სჭირდება, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ კიდევაც, რადგან წმიდა სინოდის ერთობა და მისი სიმტკიცე არის ის, რაც განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მის წარმატებით მსახურებას ურთულესი გამოწვევებით აღსავსე თანამედროვე სამყაროში.

(5) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ გამოირჩეოდა ერთსულოვნებითა და ქრისტესმიერი სიყვარულით. ამან კი იგი ისეთ ურთულეს ქარტეხილებს გამოატარა, როგორიც, მაგალითად, ათეიზმის ეპოქა იყო.

საქართველოს ეკლესიის მესვეურები ყოველთვის იდგნენ მისი სიმტკიცის სადარაჯოზე, რაც მას კიდევ უფრო აძლიერებდა მართლმადიდებელი მრწამსის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და მისიონერული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ჩვენი ზემოთ დაფიქსირებული პოზიციაც სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნასაზრდოები“, - ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) განცხადებაში.

6 და 7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოთოვს

5 დეკემბერი, 2020 , 15:10

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალ

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

5 დეკემბერი, 2020 , 15:10

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა. მან სამხედროებს სიტყვით მიმართა. „მოგესალმებით, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პა

შს მინისტრის მოადგილემ სექსუალური შევიწროების საკითხებზე ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

5 დეკემბერი, 2020 , 13:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში – „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები&ldq

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერი, 2020 , 13:00

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა. 2010 წელს 5 დეკემბ

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

5 დეკემბერი, 2020 , 12:15

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს.  დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

5 დეკემბერი, 2020 , 12:15

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084  განაცხადი დარეგისტრირდა.   ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.   შე