უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 მარტი, 2021 16:00
font-size

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წაუყენეს და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხის განკარგვის გამო აწამა.

უწყება ბრალდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა ცოლის ქმედება ღალატად მიიჩნია.

"დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, კაცმა ცოლის წამების მეორე დღეს, 25 თებერვალს, გ.ხ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლის მშობლებსა და ძმას და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა ცოლის მამაზე და ძმაზე.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლით აქვს წაყენებული. მას 111-1441 მუხლის პირველი ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 509 ფაქტი გამოავლინა

9 აპრილი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 150

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ

8 აპრილი, 2021 , 17:30

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს ქ

ნიკა მელიას საქმეზე მორიგი პროცესი 13 აპრილს გაიმართება

8 აპრილი, 2021 , 13:40

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13

შსს-მ ბოლო 24 საათში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 652 ფაქტი გამოავლინა

8 აპრილი, 2021 , 11:35

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 652 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შე

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს - ადვოკატი

8 აპრილი, 2021 , 11:35

„ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, არ დაესწრება. როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდ

შვილმა მამა ცემით მოკლა

8 აპრილი, 2021 , 10:50

წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამ