უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კავკასია
,,კავკასია 2012” ფარგლებში ,,ისკანდერიდან” საბრძოლო სროლები ჩატარდება 08.08.2012 13:38

,,კავკასია 2012” სწავლების ფარგლებში ოპერატიულ-სარაკეტო კომპლექსიდან ,,ისკანდერიდან” საბრძოლო სროლები განხორციელდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდ პოსტნიკოვმა განუცხადა.

,,ასევე გამოვიყენებთ სახმელეთო ჯარების მაღალი სიზუსტის იარაღის ელემენტებს, მათ შორის გამოვიყენებთ ,,ისკანდერის” სარაკეტო კომპლექსებს”, _ აღნიშნა პოსტნიკოვმა და დასძინა, რომ აღნიშნული სწავლებების ფარგლებში ასევე გამოიყენებენ საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთიან რაკეტებსაც, ასევე ანტისარაკეტო კომპლექსებს.

მისი თქმით, მაღალი სიზუსტის იარაღი ამ სწავლებებზე გამოიყენება იმისათვის, რომ შემოწმდეს ცეცხლთან გამკლავების სისტემების ეფექტურობა.

,,ჩვენ გვესმის, თუ როგორ პირობებში მოგვიწევს ამ სწავლებების ჩატარება და ამისათვის უსაფრთხოების პრევენციულ ზომებს მივიღებთ. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს”-აღნიშნა პოსტნიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ,,კავკასია 2012” სწავლებები 17-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, სამხრეთის სამხედრო ოლქში ჩატარდება.