უკან
პოლიტიკა
22 თებერვალი, 2019 16:25
ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადამდგარიყო, ხოლო დღეს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას.
პრეზიდენტის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა ვერ შეძლო მათ მიერ ინიცირებული მოდერნიზაციის განხორციელება და ვერ მიიღო ზომები, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.