უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მარტი, 2019 12:50
font-size

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა მანგისტაუს ოლქის აკიმს (გუბერნატორი) ერალი ტუგჟანოვს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში.

ამასთან, ყაზახურ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიულ ადგილმდებარეობის, ლიბერალური საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების, გამარტივებული საგადასახადო სისტემის და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ.

აღინიშნა, რომ ყაზახეთს საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს. ხაზი გაესვა 2016 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობას მანგისტაუს ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.

ყაზახეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ტურიზმის განვითარების სფეროში. ამ მიზნით, ქართულმა მხარემ ერალი ტუგჟანოვი მოიწვია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით.

შეხვედრაზე ასევე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა, ამ მხრივ ხაზი გაესვა, რომ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყაზახი ტურისტების რიცხვი 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 24,8%-ით გაიზარდა.
მანგისტაუს ოლქში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ზურაბ აბაშიძის შეხვედრა „ქართული კულტურული ცენტრის“ წარმომადგენლებთან. ელჩმა ქართულ დიასპორას ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ყაზახეთის შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორას დიდი როლი ენიჭება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურულ–ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებაში და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებაში.

აღსანიშნავია, რომ მანგისტაუს ოლქი წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის სატრანზიტო რეგიონალურ ჰაბს, სადაც განთავსებულია „აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი“, საზღვაო პორტი „კურიკი“ და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტები. მანგისტაუს ოლქში მოქმედებს 27 საწარმო ქართული კაპიტალის თანამონაწილეობით.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი