უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 დეკემბერი, 2019 12:25
font-size

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს

ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, პირველი დეკემბრიდან 15 მაისამდე, თვეში 700 მ3-ის ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს. მოსახლეობას ასევე შესაძლებლობა აქვს, მიმდინარე თვეში გამოუყენებელი საშეღავათო ბუნებრივი აირი მომდევნო თვეში გამოიყენოს. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, შეღავათით მოსარგებლე აბონენტების, სააღრიცხვო ბარათებზე, ყოველი თვის დასაწყისში, შეღავათის შესაბამისი ლიმიტი ასახოს.

გამოყენებული ბუნებრივი აირის თანხას, გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აანაზღაურებს.

2020 წლის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ გამოყენებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებისთვის, 8 მილიონი ლარია გაწერილი. უკვე რამდენიმე წელია, ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, ბუნებრივი აირის გამოყენებისას შეღავათებით სარგებლობს.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი