უკან
სამართალი
20 აგვისტო, 2018 14:05
ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
18 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის, ნ.კ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 79.71 გრამი) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,993.65 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4,993.65 ლარის ოდენობით შეეფარდა.