უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 იანვარი, 2019 16:19
font-size

`ყაზტრანსგაზის` დაკავებული თანამშრომლები თავს უდანაშაულოდ სცნობენ - ადვოკატი

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები თავს უდანაშაულოდ სცნობენ. ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთი დაკავებულის, თორნიკე ტატიშვილის, ადვოკატმა გააკეთა.

უფლებადამცველი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ დიდი დიღმის მე-8 კორპუსში შემოწმება სრულყოფილად, სპეციალური აპარატებით მოხდა და იქ საეჭვო ვერაფერი შეინიშნებოდა.

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ტრაგედია დეუდევრობამ გამოიწვია და აფეთქება ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში დაგროვებულმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

„არ აღიარებენ იმიტომ, რომ შემოწმება მოხდა სრულყოფილად, სპეციალური აპარატების და სითხის მეშვეობით და არ დაფიქსირდა გაჟონვის კვალი. არ ვიცი, ჯერჯერობით ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს. ვარაუდის დონეზე, ალბათ, გაჟონვა მოხდა დახურული ბინიდან იმიტომ, რომ სადარბაზოს სრულად იქნა შემოწმებული და არ გამოჩნდა არც სუნი და არც გაჟონვის კვალი,“ - განაცხადა ყაზტრნასგაზის თანამშრომლის ადვოკატმა.

ყაზტრანსგაზის ორ თანამშრომელს სამართალდამცველები ბრალს დღეს, დაახლოებით, ერთ საათში წაუყენებენ.

ბრიგადა, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დიდ დიღომში მდებარე კორპუსში იმყოფებოდა, პოლიციამ გუშინ დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას და სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

რაც შეეხება დაკეტილი ბინის მფლობელს, გურგენ თხელიძე საჯარო განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს.

დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

მერვე კორპუსის მცხოვრებლები მეორე დღეა კორპუსში შესვლის ნებართვას ელოდებიან. გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ, ბინაში შესვლის საშუალებას პოლიციელები დღეს მისცემენ.

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა 16 დეკემბერს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილობრივებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია და გაზის სუნი საღებავის სუნში ეშლებოდათ. რამდენიმე საათში კი ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედია დატრიალდა.

გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა. (რუსთავი2)

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 თებერვალი, 2019 , 22:54

დღეს, 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე, შპს „მისო ბერმელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კ

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა

15 თებერვალი, 2019 , 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგ

მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს - მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს

15 თებერვალი, 2019 , 10:40

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

15 თებერვალი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომ

თსუ-ის მეცნიერების საქმეზე ახალი გარემოებები და უცნობი ფაქტები გამოიკვეთა -„ახალგაზრდა ადვოკატები“

14 თებერვალი, 2019 , 23:28

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსე

შსს-მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

14 თებერვალი, 2019 , 11:20

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ორი თანამშრომელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,საქართველოს კანონმ