უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივლისი, 2020 22:39
font-size

კელი დეგნანი - ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორობისა და ამ ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობების საკითხებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.

,,მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული როლი საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური და სისტემური რეფორმების გატარების საქმეში. აღსანიშნავია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელიც აშშ - ის განვითარების სააგენტოს დახმარებით განხორციელდა, რის შედეგადაც რადიკალურად შეიცვალა და გაუმჯობესდა ანგარიშსწორების, საგადასახადო, ფასიანი ქაღალდებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემები. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მასშტაბის შესახებ და იმ გეგმაზე, რომლითაც საქართველო უმკლავდება ამ გამოწვევას. ვისაუბრეთ ფინანსურ სისტემაზე, ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც უკვე იღებს საქართველო, და ასევე პანდემიის გავლენაზე ფინანსურ სექტორზე, ფინანსურ განათლებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ცოტა ხანში გვეყოლება მრჩეველი ამერიკის ხაზინიდან, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გაგვიწევს დახმარებას, რისთვისაც მადლობა გადავუხადე ქალბატონ ელჩს და ვფიქრობთ, მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბანკო სექტორში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

,,ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ძალიან შინაარსიანი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მართვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას და უზრუნველყო ის სტაბილურობა, რომელიც ქვეყანას და მის ეკონომიკურ მართვას ასე სჭირდებოდა. მოხარულნი ვართ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუნდს შემოდგომაზე ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის წარმომადგენელი შეუერთდება, კაპიტალის ბაზრის მართვასა და განვითარებაზე მუშაობისთვის; ეს არის სფერო, სადაც დამატებითი სამუშაოა განსახორციელებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ სხვა შესაძლებლობებზე კავშირების გაფართოების მიმართულებით", - განაცხადა კელი დეგნანმა.

,,შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსური განათლების თემებსაც შეეხო და ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. კობა გვენეტაძემ კელი დეგნანს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სახსოვრად ვერცხლის საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური/ეკონომიკური ოფიცერი ეიპრილ რეინო. მხარეებმა საფინანსო სექტორში არსებული აქტუალური საკითხები და მიმდინარე პროექტები განიხილეს. კობა გვენეტაძემ ისაუბრა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, ჩOVID-19-ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამწლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი