უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

29 აპრილი, 2021 17:53
font-size

კელი დეგნანი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კელი დეგნანი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება.

„რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან თითქმის ცამეტი წლისთავზე ელჩი დეგნანი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ჩავიდა.

ვიზიტის მეშვეობით საკუთარი თვალით იყო შესაძლებელი იმ საზიანო გავლენის ხილვა, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე მიმდინარე ოკუპაციას აქვს. ამასთან, კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, საელჩოს ცნობით, კელი დეგნანმა მოინახულა რუხის საავადმყოფო, ასევე რუხის საჯარო სკოლაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.

„რუხის საავადმყოფოში ელჩმა სამედიცინო პერსონალისგან მიიღო ინფორმაცია, როგორ ეხმარება მათ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი სამეგრელოსა და აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში. ასევე, ელჩი დეგნანი რუხის საჯარო სკოლაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან მოისმინა, როგორ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, მუშაობასა და სწავლაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის შეზღუდვები. ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრისას ელჩმა განიხილა რეგიონის უნიკალური გამოწვევები და ისაუბრა აფხაზეთში მაცხოვრებელთათვის აუცილებელი მომსახურების გასაწევად ჰუმანიტარული დერეფნის მნიშვნელობაზე და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა მხარდასაჭერად შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი