მსოფლიო


კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ „ზამთრის ალუბალში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ბოლო ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა 15 დაღუპულის ამოცნობა მოახერხეს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელის, ვლადიმერ პუჩკოვის თქმით, 16 ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად, ხოლო დაშავდა 44 ადამიანი, აქედან 10 საავადმყოფოებში რჩება.
დღეს დილას ცეცხლის ლიკვიდირება მოხერხდა, თუმცა ამ დროისთვის ხანძრის კერა კვლავ განახლდა, შეინიშნება დაკვამლიანება.
გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე დაათვალიერეს გადამწვარი სავაჭრო ცენტრის ოთხივე სართული, ასევე იკვლევენ, რამდენად გამძლეა შენობა.
ადგილზე მობილიზებულია 840 -ზე მეტი ადამიანი.
ხანძარი შენობაში გუშინ გაჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ცეცხლი გაჩნდა სავაჭრო-გასართობი ცენტრის მეოთხე სართულზე, სადაც იყო განთავსებული კინოთეატრი და საბავშვო სათამაშო მოედნები.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია 4 პირი.
კემეროვოს ოლქში ხანძრის გამო სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა
9 აპრილი, 2021 , 15:59

ვადასტურებთ მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა - აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტი
7 აპრილი, 2021 , 13:01

იენს სტოლტენბერგი - ნატო შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო
6 აპრილი, 2021 , 15:25

აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას
25 მარტი, 2021 , 11:05
სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
18 მარტი, 2021 , 16:00

აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
18 მარტი, 2021 , 11:35