უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2020 20:37
font-size

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას განუცხადა, კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

„რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 80 სპეციალურ უბანს, 145-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“,-განაცხადა იოსელიანმა.

მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29% - კენჭისყრაში 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში - 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 20.04%.

დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

„საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ, საარჩევნო უბნებზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადებში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე ყველა სახის დოკუმენტაცია ილუქება და ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები გადაეცემათ უფლებამოსილ პირებს.

როგორც უკვე გითხარით, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

ვითიბის ბანკისა და ვიზას განსაკუთრებული შეთავაზება

26 ნოემბერი, 2020 , 13:00

ვითიბი ბანკთან და ვიზასთნ ერთად ონლაინ შოპინგი მომგებიანი ხდება. 27 – 30 ნოემბრის განმავლობაში,  საიტებზე: Vendoo, Yoox, Amazon.com და Asos, ვითიბი ბანკის Visa Signature ბარათით შოპინგისას, ბარა

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განახლებული სისტემა სრულად ფუნქციურია

26 ნოემბერი, 2020 , 13:00

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ახალი, ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველის და მათი მფლობელების შესახებ, უკვე სრულად ფუნქციონალურია. ცხო

როდის აღარ არიან გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები

26 ნოემბერი, 2020 , 12:45

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე განმარტავს, როდის აღარ არიან გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო, მსუბუქი, თუ საშუალო სიმპტომების მქონე პაციენტები. ენდელ

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759 მათ შორის, 6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

26 ნოემბერი, 2020 , 11:10

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით

საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 ნოემბერი, 2020 , 11:10

საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 200 ადამიან