უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2020 17:20
font-size

კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 %-ია, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 49.5%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ქვემო ქართლის რეგიონში - 33.9%.

„კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საათი დარჩა. ასევე, შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები, ასევე ტარდება საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში, 52 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე.

„რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დაღვევა და სხვა. თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“-განაცხადა პრეს-სპიკერმა.

ფრანგულმა გამოცემამ „ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

12 ივნისი, 2021 , 12:44

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა „ლე ფიგარომ“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზ

თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

12 ივნისი, 2021 , 11:45

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა და იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ინიციატივით

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 452, იმერეთში 82, აჭარაში 56

12 ივნისი, 2021 , 11:22

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 47, გურია – ორი, ს

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 ივნისი, 2021 , 11:17

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

12 ივნისი, 2021 , 11:08

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიცეუმის პირადმა

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება - ფინანსთა მინისტრი

11 ივნისი, 2021 , 20:31

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, თანხების მობილიზების კუთხით არანაირი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი