უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 იანვარი, 2018 14:40
font-size

კერძო მესაკუთრის მიერ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადაეცემა - მაია ბითაძე

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, იპოდრომის ტერიტორიის კერძო მესაკუთრისთვის სხვა ტერიტორიის გადაცემის, ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება.

ბითაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის საკითხზე ოპოზიციის შენიშვნებზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ასევე წინასწარ არის შეთანხმება, რომ კერძო მესაკუთრის მიერ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

"მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა გააკეთა განცხადება მედიისთვის და იცით, რომ პირველი რამდენიმე წუთი მედიისთვისაა განკუთვნილი. ამის შემდეგ დაიწყო მთავრობის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ მოისმინეს მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მათი კითხვა დაკავშირებული იყო ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ ესტაკადაზე და არის თუ არა ადგილმონაცვლეობის საკითხი.

ბუნებრივია, როცა კერძო საკუთრებაზე გვაქვს საუბარი, ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება. თუმცა, წინასწარ გვაქვს შეთანხმება, რომ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან. ეს არის საჯარო ტერიტორია თავისი შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ბევრ საკითხს, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ პოპულარული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ნაკლები მანქანა გამოიყენონ.

დღეს თბილისში 600 ათასი მანქანა დადის, ეს არ არის ნორმალური მაჩვენებელი მოსახლეობის იმ რაოდენობისთვის, რაც თბილისშია. ბოლო 5 წლის განმავლობაში მანქანების რაოდენობა 30-40 %-ით არის მომატებული. ჩვენ, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე სქემას ვთავაზობთ საზოგადოებას. მათ შორისაა, ესტაკადები ისეთ კვანძებზე, სადაც სხვა გამოსავალი არ არის, იქნება შეთავაზებული. ასევე მოთხოვნა იყო იქ არსებულ ხეებთან დაკავშირებით და განვაცხადეთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად მოხდება ხეების გადარგვა. ასევე ვიწყებთ განსხვავებულ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტს არასოდეს განუხორციელებია. თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, რომლის ფარგლებშიც თუ ხეები მოსაჭრელია, ჩვენ შევეცდებით ხეები გადავრგოთ მაქსიმალურად. პარალელურად, სხვა პროექტებს განვახორციელებთ იქვე, მწვანე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. როდესაც ესტაკადები ჩაბარდება, იქვე გვექნება მწვანე ინფრასტრუქტურა, რომელიც ადეკვატური იქნება ამ ტერიტორიისთვის“,- განაცხდა ბითაძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი