უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აგვისტო, 2018 14:38
font-size

კერძო სადაზღვევო კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებმა ასევე ისარგებლონ კერძო დაზღვევითაც

კერძო სადაზღვევო კომპანიებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდეს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებმა შეძლონ, პარალელურად ისარგებლონ კერძო სადაზღვევო პოლისითაც. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს სადაზღვეო კომპანიების ასოციაციამ გააკეთა.

სადაზღვევო ასოციაცია და კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიებები, რაც გარკვეული კატეგორიის მოსახლეობისთვის იაფი წამლებით უზრუნველყოფას მოიცავს, მაგრამ მათივე შეფასებით, ეს საკმარისი არ არის, ამიტომ პირველ ეტაპზე კერძო სადაზღვევო ინდუსტრია მზადაა, შესთავაზოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შემავსებელი/დაშენებული პროდუქტები რომელიც:
ა) დააფინანსებს მედიკამენტებს;
ბ) დააფინანსებს ამბულატორიული მომსახურებას სრულყოფილად, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევებს (საყოველთაოთი იფარება მხოლოდ საბაზისო ამბულატორია და შეზღუდული დიაგნოსტიკა);
გ) დააფინანსებს ჰოსპიტალურ მომსახურებას სრულად – (საყოველთაო პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს ჰოსპიტალურ მომსახურებას);
დ) დააფინანსებს სტომატოლოგიას (რაც საერთოდ არ იფარება საყოველთაო პროგრამით).

საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კერძო სადაზღვევო მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში, ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე მკვეთრად დაიკლებს, რადგანაც კომპანიების ექსპერტების მხრიდან გაკონტროლდება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიზნობრიობა და რაციონალურობა.

„მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების ორჯერ შემცირებაა შესაძლებელი. მედიკამენტებზე დანახარჯის მნიშვნელოვანი წილი წამლის არარაციონალური მოხმარებით არის გამოწვეული. ამის მიზეზი ნაწილობრივ თვითმკურნალობაა, თუმცა მთავარი მიზეზი ანგარებიანი ან არამიზნობრივი დანიშნულებებია, რომელიც ჯიბიდან გადახდის პირობებში უკონტროლოდ გაიცემა. დაფინანსების ინსტიტუციური სქემები იძლევა საშუალებას, გაკონტროლდეს ექიმის დანიშნულება, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გაიდლაინი და არ დაინიშნოს უსარგებლო ან ზოგ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის მავნე ან უსარგებლო მედიკამენტი“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლების აზრით, კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის სტატისტიკით, წამალზე დანახარჯი ერთ დაზღვეულზე წელიწადში საშუალოდ 60-70 ლარს არ აღემატება, რაც ეროვნულ დანახარჯზე სამჯერ ნაკლებია. მათი თქმით, ეს უპირველეს ყოვლისა იმის შედეგია, რომ კონტროლდება დანიშნულებების შესაბამისობა გაიდლაინებთან, დანერგილია ხარჯთეფექტური სქემები. მაშინ, როდესაც საერთო ეროვნული მაჩვენებლით ერთ ადამიანზე წამლის ხარჯი – 240 ლარზე მეტია, ეს კი, კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ნიშნავს იმას, რომ კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული ადამიანი არა მხოლოდ ნაკლებს ხარჯავს, არამედ მედიკამენტებს გაცილებით უფრო სწორად და ეფექტიანად მოიხმარს.

ე.წ. დაშენებული პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობის 40%-ისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2017 წლის მაისიდან ზღუდავს. კერძო სადაზღვევო სექტორის აზრით, დაახლოებით მილიონ-ნახევარ ადამიანს არ აქვს საშუალება, ჯანდაცვაზე დანახარჯი კერძო დაზღვევის დახმარებით შეიმსუბუქოს.

ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალური პროგრამა 2017 წელს დაიწყო.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 23 დასახელების მედიკამენტზე წვდომა სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები გაიაფდა დიაბეტის მქონე მოსახლეობისთვისაც. პირველი სექტემბრიდან კი პროგრამით გულსისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატების ფასებიც შემცირდება. ამ შემთხვევაში ეს ცვლილება პენსიონერებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეხება.

აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

16 ივლისი, 2020 , 19:05

თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარ

პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა - დასაქმების სააგენტო

16 ივლისი, 2020 , 18:38

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 52

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა

16 ივლისი, 2020 , 18:14

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0651 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებს - ანა ფუტკარაძე

16 ივლისი, 2020 , 17:02

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა, თუმცა აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლო

ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა - ნათია თურნავა

16 ივლისი, 2020 , 15:16

ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 15:04

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე