უკან

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2021 22:08
font-size

მტკიცედ ვგმობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიურ და უხეშ დარღვევას ქართველი მაღალჩინოსნების მიერ - უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მისმა იძულებით გადაყვანამ, კიდევ უფრო გაამწვავა ის სიტუაცია, რომელიც დღეს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

დენისოვა უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო უფლებადამცველებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს, ამასთან ის უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი ზაქარაშვილისგან მომხდარზე განმარტებებს ელოდება:

"მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების პოლიტიკური კონტექსტიდან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შემდგომი კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე.

ამ შეხვედრის დროს მინდოდა ახსნა-განმარტებები მიმეღო უკრაინის მოქალაქის, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და სამედიცინო მომსახურების უფლების და პროცედურული უფლებების დარღვევის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი 40 დღეა შიმშილობს და 6 ნოემბრიდან უარს ამბობს მედიკამენტების, ვიტამინებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებაზე. 8 ნოემბერს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგებით, ექიმთა საბჭომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაადასტურა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებაში მდებარე პენიტენციურ საავადმყოფოში იძულების წესით გადაყვანამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, რომელიც დღეს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს ომბუდსმენის ინფორმაციით, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას დაზიანებები მიაყენა. №18 პენიტენციური დაწესებულების პატიმრები სააკაშვილის მიმართ იყენებდნენ სიტყვიერ აგრესიას და მუქარის შემცველ შეძახილებს, რაც მის საკანში ისმის.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის ასეთ ვითარებაში ყოფნა არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს და წამებისა და სხვა სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ კონვენციის პირველ მუხლს.

გლდანის სასჯელაღსრულების №18 დაწესებულების საავადმყოფო არ აკმაყოფილებს სამედიცინო საბჭოს რეკომენდაციებს და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის არარსებობის გამო ვერ უზრუნველყოფს სათანადო მკურნალობას. ამას საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს.

ამ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა არ აკმაყოფილებს პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების 22-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ მოთავსებას გადაუდებელი რეანიმაციისთვის აღჭურვილ და სამედიცინო მომსახურების სტანდარტებთან შესაბამის საავადმყოფოში.

საქართველოს მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება მისი თანხმობის გარეშე არის უკანონო ჩარევა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და 17-ე მუხლებს.

მტკიცედ ვგმობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიურ და უხეშ დარღვევას ქართველი მაღალჩინოსნების მიერ და მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ამ ქმედებებზე.

მოუთმენლად ველი უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი