უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 იანვარი, 2020 12:45
font-size

ხაძარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან ბორჯომიც კი რუსებს მიყიდა და საიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიყიდიდნენ?! - დავით ჭიჭინაძე

მამუკა ხაზარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან „ბორჯომიც“ კი რუსებს მიჰყიდა და საიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიყიდიდნენ?! - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

"ანააკლიის პორტს რაც ეხება, ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცების“ დროს, 35 ნავსადგურზე გათვლილი პროექტი „ლაზიკა“, საიდანაც 100 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გადაეტვირთათ.

ანუ, როგორ შეიძლება დღეს, როდესაც პროექტის ინვესტიცია ერთ მესამედამდეა შემცირებული, მაინც 100 მილიონ ტონა ტვირთზე ვსაუბრობდეთ?!

თანაც ნაყარ ტვირთებზე არასოდეს ყოფილა საუბარი, მხოლოდ საკონტეინერო ტვირთებზე.
და ამიტომ მაინტერესებს: რატომ გაჩნდა ნაყარი ტვირთები? რატომ დაიწყო „მაერსკისთვის“ და მასთან მოთანამშრომლე კომპანიებისთვის ხელის შეშლა და მონოპოლიის მოთხოვნა რატომ გაჩნდა შავ ზღვაზე?!

და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგივე კონკრეტულად ხაზარაძის ჯგუფის მიერ!

რადგან მათ სისხლში აქვთ მონოპოლისტობა და ამას ბორჯომის ისტორიაც ადასტურებს, როდესაც მათ გენერალური ლიცენზიის ხელში ჩაგდება უნდოდათ.

შეხსენებისთვის. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, თუნდაც წყლის რესურსებით აპირებდნენ ცხოვრებას, აი ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის წყალი მიყიდა რუსებს, კერძოდ კი, „ალფა“ ჯგუფს და დღეს, „ბორჯომის“ ყიდვა რომ ვინმეს მოუნდეს, მოსკოვში უნდა ჩავიდეს და იქ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ მონოპოლისტობა - ეს მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
ეს საბანკო სექტორსაც ეტყობა, ორი ძირითადი მოთამაშეა და იქაც მონოპოლისტები არიან.
აბა თუ მართლა რამის გაკეთება უნდოდათ, ვინ უშლიდათ ხელს?!

მითუმეტეს, რომ მაშინ პრემიერად კვირიკაშვილიც ყავდათ, რომელმაც 130 მილიონი გამოუყო მიწების საყიდლად, გარანტიებიც შეუქმა და საპენსიო რეფორმაც მათთვის მოაწყო და არა ადამიანების ღირსეული სიბერისთვის. ( ისე, ვინაა დარწმუნებული რომ იმ მიწებში ფული არ გაკეთდა?! ან ვინ არის იმ ფულზე პასუხისმგებელი?!)

პირადად მე, 2018 წლის თებერვალში ვიყავი პორტში, სადაც 5 ძროხა დადიოდა და 2 ტრაქტორი მუშაობდა...

მოკლედ ფაქტია, ხაზარაზის და მისი ჯგუფის მთავარი მიზანი, საპენსიო რეფორმიდან მიღებული ფულის პორტის მშენებლობაში დაბანდება და იქიდან დამატებითი შემოსავლის მიღება იყო და არა ინვესტორების მოზიდვა.

მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვა დრო და ეს საქმეები აუცილებლად გამოძიებული იქნება,"- აცხადებს ჭიჭიჭინაძე.

კონგრესმენ მალინს სავარაუდოდ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს - ნავთობისა და გაზის კორპორაცია

20 იანვარი, 2020 , 15:35

ქართული მხარის დადანაშაულება არ არის სწორი და სავარაუდოდ ადგილი აქვს კონგრესმენ მალინის არასწორ ინფორმირებას ან არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველმ

ჩვენთვის სახელმძღვანელოა აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიციები - არჩილ თალაკვაძე

20 იანვარი, 2020 , 12:45

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის წერილი კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ დავას ეხება. თალაკვაძ

ივანიშვილს ქვეყნის პრემიერმინისტრობას კონსტიტუცია უკრძალავს

18 იანვარი, 2020 , 17:30

ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას კონსტიტუცია უკრძალავს. მეორედ მოსვლას ივანიშვილი იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის. კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველ

ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნიშანია - გიგა ბოკერია

17 იანვარი, 2020 , 16:31

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის მაგალითი და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ

სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა - გიორგი გახარია

17 იანვარი, 2020 , 15:25

გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

გიორგი გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე - მაინცდამაინც დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას

17 იანვარი, 2020 , 14:41

ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება. „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`