საზოგადოება
„ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს“ - პარლამენტთან ხვალ აქცია გაიმართება
30 დეკემბერს 13:00 საათზე დედაქალაქში პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია: „ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს“ გაიმართება.
„27 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ქუთაისში 2 მუშა გარდაიცვალა. იმავე დღეს კი ბათუმში აგრეთვე მშენებლობაზე მძიმედ დაშავდა 1 პირი, რომელიც ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია. 28 დეკემბერს ბათუმში შემოწმებაზე მისული ექსპერტიც გადმოვარდა სიმაღლიდან, მისი მდგომარეობაც კრიტიკულია... შექმნილი უიმედო მდგომარეობის პასუხად პარლამენტმა გადადო შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა.
30 დეკამბერს 13 საათზე შევიკრიბოთ, თბილისში - პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ერთად მოვთხოვოთ დეპუტატებს ხოცვის შეჩერება! მეტის მოთმენა არ შეიძლება!“ - აცხადებს აქციის ორგანიზატორი, ჟურნალისტი და ბლოგერი ლაშა მესხი.