უკან

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2017 10:50
font-size

ხალხისგან მიღებული მხარდაჭერა მათი პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს - პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნებზე

„არჩევნები შედგა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ბევრი ხარვეზი იყო, რომლის გამოსწორება მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.

„საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. საერთო ჯამში, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს.

მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის.

იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა 45.6% შეადგინა.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ - ირაკლი კობახიძე

17 ივნისი, 2019 , 16:04

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ბულგარეთ

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს

17 ივნისი, 2019 , 15:56

მსოფლიო ბანკი განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა,

„ოცნება“ თავისი პოლიტიკით რუსეთს აძლიერებს - ლევან სამუშია

17 ივნისი, 2019 , 15:35

„ქართული ოცნება“ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით აძლიერებს რუსეთს საქართველოში და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის, რათა საქართველოში აღმოცენდნენ რუსეთის მიერ მართული სკინჰედური ორგანიზაციები, - ასე აფასებს „თავი

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები - პრემიერი

17 ივნისი, 2019 , 15:20

აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მაღალ, ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო - მამუკა ბახტაძე

17 ივნისი, 2019 , 15:20

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტ

ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

17 ივნისი, 2019 , 14:37

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკო-ში გამართულ სხდომაზე, შემაჯამებელ ოქმს ცესკო-ს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა მოაწერეს ხელი. საქართველოს

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!