უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 მარტი, 2019 11:45
font-size

ხალხმა საკუთარ ბედზე ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მაასტრიხტის უნივერსიტეტში ლექციაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოლიგარქიულ მმართველობასა და რუსულ გავლენებზე ისაუბრა.

თელაველი სტუდენტის კითხვას, რომელიც ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალსა და გახმაურებულ საქმეებს ეხებოდა მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი პასუხი გასცა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა საკუთარ ბედზე ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს.

ამ თემაზე საუბრისას მან არჩევნებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და აპლიკაციები მისცემს საზოგადოებას საშუალებას, პირდაპირ მისცეს ხმა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

„მე მჯერა პირდაპირი დემოკრატიის. ჩვენს ქვეყნებში, არჩეული წარმომადგენლები ძალიან მალე ფუჭდებიან. ახლა გვაქს სისტემა , სადაც გვეუბნებიან რომ პარლამენტი არჩეულია 4 წლით და უნდა გავჩუმდეთ. იგივე ხდება პრეზიდენტზეც. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ მათი შეცდომები. ხალხმა საკუთარ ბედზე ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს. თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალური აპლიკაციები მოგვცემს საშუალებას პირდაპირ მივცეთ ხმა , არამხოლოდ არჩევნებზე, არამედ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ავირჩიოთ გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შევცვალოთ კანონმდებლობა.

ოლიგარქი ანადგურებს პრეზიდენტს ინსტიტუტს, მან გააყალბა არჩევნები და დანიშნა ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს ხალხს. პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ წარმოადგენს იმას რაც უნდა იყოს. პარლამენტი აღარ არის პარლამენტი, მთავრობის როლი მინიმალურია. ოლიგარქი ზის სასახლეში თბილისის თავზე და ყველამ იცის, რომ მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად იქ უნდა მივიდეს, მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი არ იკავებს არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას. სწორედ ეს არის ოლიგარქია. ახალგაზრდა თაობას ვურჩევ იყვნენ კრიტიკულები და ჰქონდეთ გახსნილი გონება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი