უკან

პოლიტიკა

15 მაისი, 2019 17:05
font-size

ხალხმა უკვე ფსიქოლოგიურად ჩასვა ივანიშვილი თავისი ამალით მატარებელში, რომელიც მიდის ხელისუფლებიდან - გიგი უგულავა

ჭიათურას სჭირდება მომავალი, მომავალზე ორიენტირებული მერი, რომელსაც აქვს ხედვა და იცის როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. გიგი უგულავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჭიათურაში გაიმარჯვოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა დავით ჭუმბურიძემ, რომელსაც „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები უჭერენ მხარს.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხედვა და ახალი სიცოცხლე გაჩნდეს აქ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურა ჭაობად აქცია. შეუძლებელია ასეთი რეტროგადული, წარსულზე ორიენტირებული, წარსულის რაღაც მითებზე დაფუძნებული მმართველობა, რასაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“. ჭიათურას სჭირდება მომავალი, მომავალზე ორიენტირებული მერი, რომელსაც აქვს ხედვა, იცის როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება, რომ ადამიანებმა ფული იშოვონ სხვადასხვა სექტორიდან და არ იყვნენ მხოლოდ მანგანეცზე დამოკიდებული. ამიტომ დავით ჭუმბურიძის გამარჯვება მართლა რეალურად იქნება შემობრუნება , აქ იმერეთშიც და მთლიანად საქართველოში. ზოგადად „ქართული ოცნების“ ვადა უკვე ამოწურულია, ხალხი ამას უკვე გრძნობს, ხალხმა უკვე ფსიქოლოგიურად ჩასვა ივანიშვილი თავისი ამალით მატარებელში, რომელიც მიდის ხელისუფლებიდან. ახლა მთავარია ეს არჩევნებზე გაფორმდეს”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები: გიგი უგულავა და სერგი კაპანაძე ჭიათურაში, სოფელ ზოდში ჭიათურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან, დავით ჭუმბურიძესთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

24 ივლისი, 2019 , 09:00

საქართველოს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვევა. სომეხ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვე

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

23 ივლისი, 2019 , 16:01

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწარფიშვილმა განაცხა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

23 ივლისი, 2019 , 15:52

24-25 ივლისს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვევა. სომეხ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინის

ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ - დავით ზურაბიშვილი

21 ივლისი, 2019 , 17:33

მე რომ მკითხო სრულიად ელემენტარული საღი აზრი და ლოგიკაა საჭირო იმის დასანახად, რომ ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ. - ამის შესახებ წერს &ldq

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

20 ივლისი, 2019 , 11:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ

ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

20 ივლისი, 2019 , 10:59

18-19 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს