უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 აგვისტო, 2019 13:06
font-size

ხალვაშის მცდელობები არის ექსტრემალური, ისტერიული და გამოუვალ მდგომარეობაშია - გია ხუხაშვილი

ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს, ცოტა დრო მოიგოს და ამ დროში იქნებ რაღაც გამოსავალი იპოვოს,- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „რუსთავი 2“-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის გუშინდელ განცხადებას.

„ვფიქრობ, ქიბარ ხალვაში თვითონ არის იმედგაცრუებული. ის არ არის ტელესპეციალისტი და მთელი ეს ეპოპეა ერთადერთ მიზანს ისახავდა, რომ ხელისუფლებისთვის რაღაც სასარგებლო გაეკეთებინა და სანაცვლოდ რაღაც მიეღო. როგორც ჩანს, რაღაც აირია და ასეც იყო მოსალოდნელი, შესაბამისად, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ხალვაში. მისი დაძაბული ოპტიმიზმი, რომელიც მის განცხადებაში ჩანს, აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს, რადგან მას ხელში შერჩა ფაქტობრივად, გავარვარებული ნაკვერჩხალი, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია. რეალურად, მას ძალიან მცირე შანსი აქვს იყოს წარმატებული ამ მხრივ, რადგან ტელევიზია 21-ე საუკუნეში არ არის ბიზნესი, მისი ძირითადი აქტივი არ არის კედლები და ამორტიზებული ტექნიკა, ეს აქტივი არის ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც ფულით არ ფასდება. ან ხალვაში ტოვებს იგივე სარედაქციო პოლიტიკას რაც დღეს „რუსთავი 2“-ში არის და ამით იწვევს ხელისუფლების სერიოზულ გაღიზიანებას, ან ცვლის სარედაქციო პოლიტიკას და კარგავს ამ ტელევიზიის მთავარ აქტივს, რის შემდეგაც ამ ტელევიზიის ღირებულება, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდება.

ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს, ცოტა დრო მოიგოს და ამ დროში იქნებ რაღაც გამოსავალი იპოვოს. მისი მცდელობები არის ექსტრემალური, ისტერიული და გამოუვალ მდგომარეობაშია. ხელისუფლების ინტერესი ამ ტელევიზიის პარალიზება იყო, მას მეტი ინტერესი არ ჰქონდა, რადგან პროპაგანდისტული მანქანა საკმაოდ მსუყედ აქვს წარმოდგენილი, კარგად ესმის, რომ „რუსთავი 2“-ის ახალი კადრებით დაკომპლექტებას აზრი არ აქვს. ხალვაშმა იბრძოლა ისეთი აქტივისთვის, რომელიც ხელს წვავს, მაგრამ ხელსაც ვერ უშვებს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

უკანასკნელი ქოცისთვისაც კი ცხადია, რომ პროპორციულზე გადასვლა პირადად ივანიშვილის დავალებით ჩააგდეს - ოთარ კახიძე

16 ნოემბერი, 2019 , 17:15

უკანასკნელი ქოცისთვისაც კი ცხადია, რომ პროპორციულზე გადასვლა პირადად ივანიშვილის დავალებით ჩააგდეს, - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე. "ბიძინას უნიჭო სპექტაკლის მიხედვით, ქ

“აფერუმ ძმაო, შენ კაცობას!”

16 ნოემბერი, 2019 , 16:25

აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია რუსი ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. “ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან დაცლილი გადაწყვეტილება - გიორგი კვირიკაშვილი

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების&l

როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა, იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება - თინა ხიდაშელი

14 ნოემბერი, 2019 , 16:40

როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა, იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება, თოფებით ომი არ მიგულისხმია, თუმცა ის არც ამაზე დაიხევს უკან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხ

ვულოცავ საზოგადობას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე - დიმიტრი ხუნდაძე

14 ნოემბერი, 2019 , 15:30

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დესტრუქციული გეგმა, ვულოცავ საზოგადოებას და ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ ქვეყანა ივლის სტაბილურად, ეყოლება ძლიერი მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დეპუტატმა

“მწვანეს დააჭირეთ ბატონო ბიძინა”

13 ნოემბერი, 2019 , 15:45

მწვანეს დააჭირეთ ბატონო ბიძინა, თორემ ძალიან ცუდად წავა თქვენი საქმე, - ასე მიმართა მოძრაობა "სირცხვილია”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რითაც მას და ხელისუფლ