უკან

სამართალი

23 ივლისი, 2018 12:05
font-size

ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 26 აგვისტომდე დასრულდეს გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე გამოძიება - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოს, დროულად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, დაასრულონ გონიოს სანაპიროზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის მიერ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება.

ორგანიზაციის თქმით, საქმე თითქმის 2 წელია, ჭიანურდება. საია ეჭვობს, რომ გამოძიების არაეფექტურობა დაკავშირებულია მიქაუტაძის თანამდებობით, ასევე შერჩევითი მართლმსაჯულებით.

„თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების საქმეში, რომელშიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, იწურება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ორი წლის გასვლის მიუხედავად, საქმეზე რაიმე შედეგი არ დამდგარა. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვა გამორიცხავს დანაშაულისთვის პირის პასუხისგებაში მიცემას.

გამოძიების გაჭიანურება და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმეზე ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპი - სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის, გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობა საქმეში შესაძლოა ხელს უშლიდეს საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.

არაეფექტურ გამოძიებასთან ერთად, სახეზეა შერჩევითი მიდგომა ერთი ფაქტის გარშემო დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას. ამავე ფაქტიდან გამომდინარე თამარ ხაჭაპურიძის მიმართ წარდგენილ ბრალზე გამოძიება დასრულებულია და საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს, მაშინ, როცა გიორგი მიქაუტაძის მიერ თამარ ხაჭაპურიძის შვილის ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებული გამოძიება წელიწად-ნახევარზე მეტია უშედეგოდ გრძელდება. გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე გამოძიების გაჭიანურებასა და შერჩევით მიდგომას არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო განცხადებით გამოეხმაურნენ ჯერ კიდევ 2018 წლის 21 მარტს.

ამასთან, თამარ ხაჭაპურიძის ბრალდების საქმეზე, სადაც გიორგი მიქაუტაძე დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს, 2018 წლის ივლისში გამართულ სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდების მხარეს მოწმეების სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ეძლეოდა.

მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 26 აგვისტომდე დასრულდეს თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის საქმეზე გამოძიება. გამოძიება ჩატარდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რათა საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი, ხოლო დანაშაული დაუსჯელი. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ ყველა ზომას მიმართონ, რათა გაქარწყლდეს ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების განხორცილების თაობაზე“, - წერია საია-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, 2016 წლის აგვისტოში გონიოს სანაპიროზე ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგად გამოძიება დაიწყო გიორგი მიქაუტაძის მიერ [მაშინ ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო] არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე. იმავე დღეს მოზარდის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. გარდა ამისა, იმ დღეს არასრულწლოვნის მშობლები - თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს.

ბოლნისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

10 დეკემბერი, 2019 , 12:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბოლ

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილა, საიდანაც 11 პასუხისგებაში მისცეს

10 დეკემბერი, 2019 , 11:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს და მათგან ამ ეტაპზე 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს.

ქალი ყელში დაჭრეს – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ლ. კ.

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კ

ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინ

სოფელ დირბში მკვლელობის ფაქტზე მოკლულის ნათესავი დააკავეს

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვ

არღვევს თუ არა კანონს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

9 დეკემბერი, 2019 , 12:05

კოალიცია „დემოკრატიული და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კანონს არღვევს. ამის შესახებ ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`