საზოგადოება


ხანძარი ვერ გაჩნდებოდა ბუნებრივი მიზეზების გამო - სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი
„ქართული მართლმსაჯულების მჯერა“, - განუცხადა თურქულ გამოცემა „ანადოლუს“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელმა ეროლ ავგერენმა. მან იმ ხანძარსა და მის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა.
ავგერენის ინფორმაციით, სასტუმროს 22 სართულიდან პირველი 13 სრულიად დაკავებული იყო. მისი თქმით, ყველა დაღუპული იმყოფებოდა სპა-სალონში, მასაჟის ოთახში, აუზზე, თურქულ აბანოსა და საუნაში.
„სამწუხაროდ, ხანძრის დროს ისინი კიბეზე ქუჩაში გაქცევის მაგივრად გარდერობში ჩასვლა არჩიეს ნივთების წასაღებად. კვამლი სწრაფად გავრცელდა“, -თქვა სასტუმროს მფლობელმა.
თურქი ბიზნესმენის თქმით, მედია ავრცელებს სხვადასხვა ვერსიას, მათ შორის უსაფუძვლო მტკიცებულებებს აფეთქების შესახებ, რომელსაც მოჰყვა ხანძარი სასტუმროში.
ავგერენის შეფასებით, ხანძარი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია ან რომელიმე აალებადმა ნივთიერებამ, რომლისგანაც ცეცხლი გაუჩნდა წყლის გამათბობელ სადენებს.
სასტუმროს მფლობელმა აღნიშნა, რომ ტრაგედიამდე 3 დღით ადრე ტექნიკურმა სპეციალისტებმა შეამოწმეს „ლეოგრანდი“.
„ხანძარი ვერ გაჩნდებოდა ბუნებრივი მიზეზების გამო. ქართული მართლმსაჯულების მჯერა.
დარწმუნებული ვარ, ის გამოავლენს მომხდარის ჭეშმარიტ მიზეზებს. გამოაცხადეს, რომ დაღუპულები ლიფტში იპოვეს, თუმცა ასე არ არის. ისინი არ უპოვიათ თვითონ ლიფტში, არამედ მის კარებთან სპა-სართულზე. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მყისიერად ამოქმედდა. პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები მალევე გამოაქვეყნებენ წინასწარ განცხადებას“, -თქვა ავგერენმა.
ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში 24 ნოემბერს გაჩნდა. დაღუპულებიდან 10 საქართველოს , ხოლო 1 ირანის მოქალაქეა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ამირან გამყრელიძე - კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე
13 აპრილი, 2021 , 16:40
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13 აპრილი, 2021 , 13:34

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
13 აპრილი, 2021 , 12:07

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
13 აპრილი, 2021 , 11:13

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
13 აპრილი, 2021 , 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 აპრილი, 2021 , 10:49