საზოგადოება


ხანძრის ახალი კერის გამო მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდება საჭირო - ზურაბ ალავიძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ხანძრის ახალი კერა, რომელიც ბორჯომის ხეობის ერთ-ერთ ფერდობზე, წაღვერის შესასვლელთან გაჩნდა, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობას არ გამოიწვევს.
„ეს კერა ახლოსაა გზასთან, რომ ჩამოიწევს, აქ მობილიზებულია სახანძრო და წყლის ავზიანი მანქანები, ამიტომ პრობლემა არ იქნება ამ ხანძრის ჩაქრობა და სავარაუდოდ, მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდება საჭირო“, - თქვა ალავიძემ.
ალავიძის ცნობით, ხეობის ორივე მხარეს რთული ვითარებაა, რადგან ძლიერი ქარი ყოველ ნახევარ საათში ხანძარს მიმართულებას უცვლის. მინისტრის თქმით, ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერტმფრენებს ფრენა უჭირთ, შესაბამისად, ისინი მუშაობას ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ.
შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.
ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქეთის ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია, ხოლო თვითმფრინავი დღის ბოლოს შეუერთდება სახანძრო-სამაშველო სპეცოპერაციას.
ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20