უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 სექტემბერი, 2017 13:40
font-size

ხანძრის კერის გაჩენა თითქმის სათამაშო კვადრო კომპტერითაც შეიძლება, რომლის ყიდვა ყველას შეუძლია - ირაკლი ალადაშვილი

ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი, სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი იმ მოსაზრებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ხანძარი შესაძლოა დივერსია იყოს.

როგორც ალადაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრაში" წერს, ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა დისტანციური მართვადი საფრენი აპარატი, იგივე დრონი იყოს.

"მართალია 2017 წლის აგვისტოში საქართველოს თავზე რუსული შვეულმფრენები და ბომბდამშენები აღარ დაფრინავენ (თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს), მაგრამ ტყის ხანძრების ჰაერიდან გაჩენა, მაინც შესაძლებელია და თანაც ისე, რომ შვეულმფრენის ხმა არავის გაეგონა.

დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალი ტყის ფერდობზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს უფრო მინიატურული კვადრო კომპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე.

საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ "აქრობს", რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს," - წერს ალადაშავილი.

ის უკრაინაში, ხარკოვის მახლობლად ბალაკლეის შეიარაღების საწყობის დაწვას იხესენებს და ამბობს, რომ უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ ეს რუსული დივერსია იყო და აფეთქება დრონიდან ჩამოგდებულმა ტერმიტულმა ყუმბარამ გამოიწვია.

როგორც ალადაშვილი წერს, აუცილებელი არ არის ბორჯომსა და აბასთუმნის ტყეში ხანძარი დიდი ზომის სადაზვერვო საბრძოლო დრონს გამოეწვია.

"მთის ფერდობზე ხანძრის კერის გაჩენა თითქმის სათამაშო კვადრო კომპტერითაც შეიძლება, რომლის ყიდვა ყველას შეუძლია. უცხოელი ტურისტები მათი საშუალებით საქართველოს პეიზაჟებს ხშირად იღებენ. მათ შორის, ბორჯომის ხეობაშიც.

მცირე ტექნიკური გადაკეთების შემდეგ, კვადრო კომპტერს მეორე ვიდეოკამერისა თუ ფოტოაპარატის ნაცვლად, მცირე ზომის ტერმიტული ყუმბარის, ან სხვა კუსტარულად დამზადებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობის წაღება შეუძლია, რომლის აალება გამხმარ ტოტებს სწრაფად ააგიზგიზებს. მთავარია ცეცხლგამჩენი მოწყობილობის ჩამომგდები მექანიზმის დამონტაჟება კვადრო კომპტერზე, რაც ტექნიკურად ადვილია, მით უმეტეს. რომ ტყის დივერსიული "დაბომბვისთვის" დიდი სიზუსტე საჭირო არ არის", -წერს ალადაშვილი.

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან

19 იანვარი, 2021 , 17:19

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შ

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა

19 იანვარი, 2021 , 14:40

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი

19 იანვარი, 2021 , 11:19

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთ

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი, 2021 , 10:20

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”

18 იანვარი, 2021 , 21:40

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ არ ეთანხმებიან 17 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ პარტიას რეგისტრაციის მოწმობა არ აქვს და ეს რამენაირად აფერხებს მათ ს

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან

18 იანვარი, 2021 , 17:45

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან. "პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე