უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 აგვისტო, 2017 17:10
font-size

ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობას ვუხდი - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბორჯომის ხეობაში მიმდინარე სახანძრო-სამაშველო სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა. კობახიძემ ასევე აღნიშნა თურქეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსისა და სომხეთის წვლილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

„ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას მაშველებს. მადლობას გადავუხდი ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის ჩართული ხანძრის ლიკვიდაციაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სამხედრო ძალების წარმომადგენლებს, გუშინ ჩაერთნენ შესაბამის ოპერაციებში და ძალიან სწრაფად მოხერხდა გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლიკვიდაცია.

მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც გვეხმარებიან, უპირველეს ყოვლისა, ტექნიკით. ფასდაუდებელია მათი დახმარება. აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და ბელორუსმა გაგვიწიეს ნამდვილად ფასდაუდებელი დახმარება.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, ვინც აქ არის წარმოდგენილი. პრაქტიკულად ყველა დეპუტატი, რომელიც იყო საქართველოში, ესწრება დღევანდელ სხდომას და ნამდვილად მისასალმებელია ის ერთსულოვნება, რომელიც დაფიქსირდა. მადლობას ვუხდი როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, საპარლამენტო უმცირესობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (116 ხმით) მხარი დაუჭირა პრეზიდენტის აქტს ბორჯომის ხეობაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ეს საკითხი განიხილებოდა. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით“ მიმართა.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია და დარჩენილია რამდენიმე კერა.

ანა მებურიშვილი

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი