საზოგადოება


ხანძრის ზონაში მოქცეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კატასტროფის პირველი დღიდან ვაკვირდებით - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება ახორციელებს მონიტორინგს ხანძრის გავრცელების ზონაში (ატენისა და ბორჯომის ხეობები) არსებულ შუასაუკუნოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
სააგენტოს განცხადებით, სოფელ დაბაში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსსა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას საფრთხე არ ემუქრებათ.
„ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან.
ბორჯომისა და ატენის ხეობაში განვითარებულ ხანძრულ პროცესებთან დაკავშირებით, ადგილზე არსებული შუასაუკუნეების დროის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშაა მოქცეული. სპეციალისტები ხანძრის კერებთან მიმდებარე სოფლების ტერიტორიებზე განლაგებულ ეკლესია - მონასტრებს ცეცხლის გავრცელების პირველივე დღიდან აკვირდებიან. არსებული მდგომარეობით, ხანძრის არეალი სოფ. დაბის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოშორებითაა და ის ძეგლებზე ფიზიკური ზემოქმედების საფრთხეს არ ქმნის. ხანძრის გამო საშიშროება არ ემუქრება არც ატენის ხეობის სოფ. ბოშურში მდებარე ფეტვის ხევის მონასტერს. მონოტორინგის სამსახურის თანამშრომლების ცნობით, ხანძრის ზონაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არაა განთავსებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ძეგლების მდგომარეობას ხანძრის ლოკალიზებამდე დააკვირდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა და დღემდე აქრობენ. რაც შეეხება ატენის ხეობას, ცეცხლი იქ ლიკვიდირებულია და მაშველები 2-დღიან მონიტორინგს ჩაატარებენ ნახანძრალ ადგილზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45