საზოგადოება


ხანძრით დამწვარ სავაჭრო ცენტრ „თერგში“ მოვაჭრეებს დღეს შეუშვებენ გამომძიებლების თანხლებით
ხანძრის შედეგად დამწვარ სავაწრო ცენტრ „თერგში“ მოვაჭრეებს დღეს შეუშვებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს „თერგის“ დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე იაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურებიდან, ექსპერტ-კრიმინალისტებისგან, რომ ორგანიზებულად უნდა დავიწყოთ იმ ხალხის შეშვება, უპირველეს ყოვლისა, ვისაც აქვს მალფუჭებადი პროდუქცია, ვისაც მიეცემა საშუალება, რომ ეს პროდუქცია აქედან გაიტანოს. ეს იქნება ორგანიზებულად გაკეთებული, ამაც დაესწრება გამომძიებელი და ჩვენი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი“, - თქვა იაშვილმა.
ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები მესამე დღეა, ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ გადარჩენილი პროდუქციის გამოსატანად.
ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში 27 თებერვალს გაჩნდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45