უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ოქტომბერი, 2017 14:20
font-size

ხარვეზებსა და შეცდომებზე არჩევნების შემდეგ ვისაუბროთ - GEM FEST-ის დამფუძნებელი

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. გახარიას თქმით, ის მხარს არ დაუჭერს ფესტივალის დაფინანსებას.

როგორც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სიგუამ დაწერა, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, ფესტივალი მაინც ჩატარდება, ოღონდ ის ნაკლებმასშტაბური იქნება.

რაც შეეხება მენეჯმენტის ხარვეზებს, რომლებზეც გახარიამ ყურადღება გაამახვილა, სიგუამ განაცხადა, რომ კონკრეტულ შეცდომებზე, სურვილის შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ ისაუბრებს.

„დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს, გავაკეთო კომენტარი ეკონომიკის მინისტრის ნათქვამთან დაკავშირებით, რომ ის არ დაუჭერს მხარს GEM FEST- ისთვის სამომავლოდ თანხების გამოყოფას და მენეჯმენტში ყოფილა ხარვეზები.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს, საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, გამოიყენონ ეს თემა და პირადად მე სკანდალისთვის და ვიქცე ხმაურიანი ისტორიისა და კონფლიქტის მონაწილედ.

შემოვიფარგლები მხოლოდ ამ სტატუსით და არ გავაკეთებ არავითარ დამატებით კომენტარს.

პირველი : ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, სახელმწიფოს გადასაწყყვეტია, დაეხმარება თუ არა პროექტს სამომავლოდ , ჯემ ფესტი შეიქმნა კერძო ინვესტიციით 2015 წელს და არავითარი სახელმწიფო თანადაფინანსება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა checkingeorgia 2016 წელს, ისევე როგორც სხვა პროექტებმა, ჩვენც მივიღეთ სახელმწიფოს დახმარება. შესაბამისად, თუ ეს დახმარება არ იქნება სამომავლოდ, მოგვიწევს მასშტაბების შემცირება, მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა (მაგალითად 3- ან 4-დღიანი) და ისე ჩატარება. ჩვენ, როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს სინამდვილეში ეს ბევრად გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით იმ უამრავ ხათაბალას, რასაც ანაკლიაში 32-დღიანი ნონ-სტოპ ფესტივალის გაკეთება ჰქვია. ასე რომ, GEM FEST ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა.

რაც შეეხება ხარვეზებსა და შეცდომებს. ვის რა უნდა გაეკეთებინა, ვის რა უნდა უზრუნველყო და ვის რა უნდა შეესრულებინა, ამის შესახებ ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ (სურვილის შემთხვევაში) . ისედაც ყველაფერი მე მბრალდება და ნამდვილად არ მინდა, ამჯერად საარჩევნოდ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა დამწამონ“, -დაწერა სიგუამ.

ანა მებურიშვილი

კონკურენციის სააგენტომ თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

22 აპრილი, 2019 , 14:22

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკვლევის დაწყების მიზეზი „აუთდორ.ჯის“ წინააღმდეგ შპს „ჯევერს დეველოპმენტის&l

ელმავალმშენებლის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

22 აპრილი, 2019 , 14:05

ელმავალმშენებლის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მუშების თქმით, მართალია სახელფასო დავალიანება დაიფარა, მაგრამ დეკემბრის შემდეგ წარმოება გაჩერებულია და შესაბამისად, საწარმოს თანამშრომლები საარსებო წყაროს გარეშე არიან

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

22 აპრილი, 2019 , 11:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს. საგანგებო სიტუა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გამოყენების აკრძალვას აპროტესტებენ

22 აპრილი, 2019 , 11:08

მთავრობის ადმინისტრაციასთან 100-მდე ელექტრომობილის მეპატრონე აქციას მართავს. ისინი ბათუმიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოს 5 მარტის დადგენილებას აპრ

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 აპრილი, 2019 , 10:13

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საა

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019