უკან

პოლიტიკა

18 იანვარი, 2017 15:55
font-size

ხათუნა სამნიძე თბილისის მერიას მოუწოდებს გადახედოს საბავშვო ბაგა-ბაღების სახელფასო პოლიტიკას

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების“ სახელფასო პოლიტიკის თაობაზე ბრიფინგი გამართა.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა სარგო აღმზრდელთა საშუალო ხელფასს (დაახლოებით 500 ლარი) ოთხჯერ აღემატება და საშუალოდ 2 080 ლარს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, 2017 წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა საპრემიო ფონდი 77 400 ლარით არის განსაზღვრული.

სამნიძის განცხადებით, სააგენტოს დირექტორსა და მის მოადგილეებზე ყოველთვიურად დანამატები გაიცემა, ხოლო დირექტორის ხელფასი კი. 5 750 ლარს შეადგენს.

„ჩვენ შევისწავლეთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სახელფასო პოლიტიკა, რომელმაც გვიჩვენა, რას ნიშნავს დავით ნარმანიასთვის ხარჯების ოპიტიმიზაცია, რომ ბაგა-ბაღების აღმზრდელების საშუალო ხელფასი 400-500 ლარია იმ დროს, როდესაც სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე ყოველთვიურად ხელფასთან ერთად დანამატს იღებენ და ეს თანხა საშუალოდ თვეში 5 750 ლარია“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ საბავშვო ბაღების მონიტორინგის ხისტ და, რიგ შემთხვევებში, ღირსების შემლახველ მეთოდებზეც ისაუბრა.

ფრაქცია „რესპუბლიკელები“ თბილისის მერიას მოუწოდებს, გადახედოს სახელფასო პოლიტიკას და ბიუროკრატიული სისტემის გაძლიერების ნაცვლად, აღმზრდელთა შრომის შესაბამის ანაზღაურებაზე იზრუნოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი