უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 მარტი, 2025 16:10
font-size

ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რათა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომისიის სხდომაზე დაბარება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ.

„ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვუთხარით, რომ აუცილებლად მოხდებოდა მთელი რიგი საქმეების გადახედვა და იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომლებსაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ვიცით, თუ რა ხდებოდა თუნდაც 2008 წლის ომის დროს. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხები სჭირდება. რაც შეეხება ბიზნესის მიმართ დამოკიდებულებას, კარგად გვახსოვს ყველას, თუ რა ხდებოდა – ღამის საათებში როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება. ხაზარაძე-ჯაფარიძე მაშინ პოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ. ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოებას ყველაფერზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე

30 აპრილი, 2025 , 17:01

არავითარი უვიზო მიმოსვლა არ გაგვიხსნია ავღანეთთან და კიდევ 16 ქვეყანასთან, პირიქით, დავუწესეთ დამატებითი შეზღუდვა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს

30 აპრილი, 2025 , 15:04

„ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდო

შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს - შალვა პაპუაშვილი

30 აპრილი, 2025 , 12:41

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება

ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა

30 აპრილი, 2025 , 12:15

ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც 2008 წელს პუტინს დაუპირისპირდა, საქართველოს სუვერენიტეტ

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება - ირაკლი კობახიძე

30 აპრილი, 2025 , 11:58

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და

პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები -„წინააღმდეგობის პლატფორმა“

29 აპრილი, 2025 , 19:09

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი