უახლესი ამბები
- 05.12.2019 18:44ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი
- 05.12.2019 17:45ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს - ნათია თურნავა
- 05.12.2019 17:38ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა
- 05.12.2019 17:30პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა
- 05.12.2019 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9573 ლარი გახდა
- 05.12.2019 16:00ნიკა გვარამია სუს-შია დაბარებული
- 05.12.2019 15:40აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი
- 05.12.2019 15:40მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 05.12.2019 15:20პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 6 ობიექტი გაიყიდა და 8 მლნ ლარზე მეტი შემოვიდა - ნათია თურნავა
- 05.12.2019 14:40მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა
არქივი
რეგიონები


ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.
,,გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის მთავრობის სახლთან დღეს გამართულ აქციას, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში. მათი უმეტესი ნაწილი კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით ხდება. კომპანიებს აქვთ ვალდებულება მოახდინონ აღნიშნული ტერიტორიების რეკულტივაცია, რასაც აჭარის მთავრობა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სრულ მონიტორინგს გაუწევს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამზადებულია ახალი ნარგავები, წესრიგდება ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა, პროცესში ჩართულები არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები. გარდა ამისა, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიცია, შენდება ულტრათანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მოეწყობა საბაგირო და ზღვისპირა ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება საზოგადოებრივი გამოყენების და აღნიშნულით სარგებლობა ყველას შეეძლება.
ნაციონალურ მოძრაობას სურს ხეების გადატანის საკითხი ხელოვნურად აქციოს აჟიოტაჟის საგნად, მაშინ როცა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიჩეხა ასეულობით ჰექტარი ხე-ტყე და განადგურდა სარეკრეაციო ზონები“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
5 დეკემბერი, 2019 , 12:25

„დროშა ვერ დაკიდენ“ - ქუთაისის მერია დროშის აღსამართად ტენდერს მეხუთედ აცხადებს
4 დეკემბერი, 2019 , 16:50
„ანზორ ბოლქვაძე არის ბიძინა ივანიშვილის მონა` - ხულოში საპროტესტო აქცია გაიმართა
4 დეკემბერი, 2019 , 15:15
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს
4 დეკემბერი, 2019 , 14:15

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
4 დეკემბერი, 2019 , 12:50
მანდატური საქართველოს რეგიონის კიდევ 13 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება
2 დეკემბერი, 2019 , 17:05