უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 დეკემბერი, 2017 11:55
font-size

ხელები შორს მიშიკოსგან! - ვლადიმერ ჟირინოვსკი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოეხმაურა.

რუსი პარლამენტარის თქმით, სააკაშვილის დაკავებით უკრაინის ხელისუფლებამ უარყო, რომ ის დემოკრატიულია და ოდესის ექს-გუბერნატორის დევნით თავი შეირცხვინა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სტატუსი, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, და იყო დაპატიჟებული უკრაინაში უშუალოდ პეტრო პოროშენკოს მიერ.

„რა არამზადაც არ უნდა იყოს რუსეთის მიმართ, რთულია უარყო, რომ ის ბოლომდე იხარჯება საქმისთვის. ამას ვერ წაართმევ“, -აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

რუსი დეპუტატის მტკიცებით, „როცა სააკაშვილი არაკომფორტული გახდა კიევის „დემოკრატებისთვის“, ის მოგონილი მიზეზით გაათავისუფლეს, და როცა მან გამოაცხადა, რომ პოროშენკოს იმპიჩმენტისთვის იბრძოლებს, მაშინ შეეცადნენ რაღაც სამარცხვინო აქციის ჩატარებას მისთვის მოულოდნელი მოქალაქეობის ჩამორთმევით. ეს გააკეთეს ლაჩრულად, მაშინ, როცა სააკაშვილი საზღვარგარეთ წავიდა, რათა მას დაბრუნებაში ხელი შეეშალათ“.

ჟირინოვსკიმ მოუწოდა უკრაინის მთავრობას, თავი დაანებოს სააკაშვილს.

„სააკაშვილმა ნება გამოიჩინა, იბრძოლა, უკრაინაში შეაღწია, მომხრეები მოიზიდა და პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენების მოთხოვნა წააყენა. და როგორ უპასუხა „დემოკრატიულმა“ ხელისუფლებამ? ცდილობს მის დაპატიმრებას. თუმცა ესეც არ გამოსდით... ხელების შორს მიშიკოსგან!“, -თქვა ჟირინოვსკიმ.

გუშინ დილას მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ.

დაკავების შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი მანქანაში ჩასვეს, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა გზა გადაუღობეს სპეცნაზმს, რის გამოც სააკაშვილის გაყვანა კიევის ცენტრიდან ვერ მოხერხდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში აქტივისტებმა შეამტვრიეს იმ მანქანის კარები და ფანჯრები და გამოიყვანეს სააკაშვილი. კიევის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე.

გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან ერთად უმაღლეს რადასთან მივიდა, სადაც მიტინგი გამართა.

ანა მებურიშვილი

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ